Back to Top
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2020 14:19

კორონავირუსით გორში 60 წლამდე მამაკაცი და 80 წელს გადაცილებული ქალი გარდაიცვალნენ

ბოლო 24 საათში გორში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილები 60 წლამდე მამაკაცი და 80 წელს გადაცილებული ქალი არიან. 

 

 

რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, შიდა ქართლში ერთ დღეში 294 ადამიანის ინფიცირება დადასტურდა, მათი ნაწილი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, ნაწილზე კი მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

 

24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა - 182 ადამიანი. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 113 პირს. რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 3428, მათ შორის - 1092 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში.