სოფელი, სადაც 80-მდე ოჯახი ცხოვრობს, მომავალს ეჭვის თვალით უყურებს. აქ ადამიანები ამბობენ, რომ პრობლემების სიმრავლიდან გამომდინარე, ცხოვრების დონის მკვეთრად გაუმჯობესების იმედი აღარ აქვთ.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო, კომისიების ბიუროების და სხვა საჯარო შეხვედრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საკუთარ ვებგვერძეც არ აქვეყნებს. სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე ინფორმაცია არც საკრებულოს ფეისბუქ გვერძე ვრცელდება.
გორში ამ დროისთვის, 3 ბიბლიოთეკაა, თუმცა მათგან მხოლოდ ერთია ისეთი, რომელიც 2011 წელს გაუქმებას გადაურჩა.
მუნიციპალური განვითარების ფონდი, გორისთვის 8-10 მეტრიანი ავტობუსების შეძენას გეგმავს. რამდენად მზად არის ადგილობრივი ხელისუფლება ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად? - არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციები და მერიის გეგმები რადიო "მოზაიკამ" მოისმინა.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული28 საკითხი განიხილეს. რადიო"მოზაიკა" გთავაზობთ საკრებულოს სხდომის მოკლე მიმოხილვას.
გორში, "ახალბაღის" პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დეტალური საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებას კომპანია შპს "როიალ არტ ჯგუფი" 122 377 ლარად შეასრულებს.
გორის მუნიციპალიტეტის მერია ორი სოფლის სკოლაში სველი წერტილების რეაბილიტაციას გეგმავს. გორის # 1 სკოლაში კი მინი - სპორტული მოედანს მოაწყობს.