მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის
სექტემბერი 03 2019
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გლეხებისთვის და ფერმერებისთვის შექმნილი საიტი agrofarm.ge უკვე ორ თვეზე მეტია ამოქმედდა. მისი მიზანი ფერმერებისთვის საკუთარი მოსავლის რეალიზებაა. ამ დროისთვის საიტზე სხვადასხვა სახის სოფლის პროდუქტია გამოტანილი, მათ შორის სიმინდი, ვაშლი, ლობიო და სხვა.

აგვისტო 30 2019
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს, ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების განყოფილების 6 თვის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, აღნიშნულმა განყოფილებამ 385 536 ლარი დახარჯა. ამ თანხიდან თანამშრომლებთა ხელფასებისთვის განისაზღვრა 327 484 ლარი.

აგვისტო 30 2019
გორის კულტურისა და დასვენების პარკში "ახალბაღი" მოსახლეობა სასმელი წყლის შადრევნების დამატებას ითხოვს. მათი თქმით, პარკში არსებული წყლის ერთადერთი შადრევანი საკმარისი არ არის.

აგვისტო 29 2019

მერაბ მახარაშვილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამოჩნდა. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ის საკრებულოს ფრაქცის "განვითარება" თავმჯდოარე იყო. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად კი, ის თანამდებობის გარეშე დარჩა და მერეთის თემიდან  საკრებულოს რიგითი წევრის პოზიცია დაიკავა. საზოგადობის განსაკუთრებული ყურადღება მისმა ერთ-ერთმა განცხადებამ მიიქცია - მერაბ მახარაშვილმა, გუგუტიაანთკარში მიმდინარე "ბორდერიზაციის" ფონზე, რუს ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ წყლის რეზერვუარი საოკუპაციო ხაზს მიღმა არ მოაქციეს.  


აგვისტო 27 2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის დასრულებულია წყლის რეზერვუარების სამშენებლო- სამონტაჟო სამუშაოები.


აგვისტო 26 2019

გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.


აგვისტო 26 2019
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცაგიაანთკარში დაზიანებული გარეგანათების გაკეთებას ითხოვენ.

აგვისტო 23 2019

დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა სადაც დეპუტატებმა კენჭი უყარესგორში ავტოპარკის მოწყობის საკითხს.


აგვისტო 21 2019
გორში, წმინდა წყლის დასახლებაში, ნადირაძის ქუჩის ერთ-ერთი მაცხოვრებელი გორის მერიას, საცხოვრებელ კორპუსებთან არსებული ტერიტორიის მოწესრიგებას სთხოვს.

აგვისტო 20 2019
გორსა და გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის ზაფხულში სხვადახვა სახის ინფრასქტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა, რამდენიმე კი ამჟამად მიმდინარებს. საერთო ჯამში, ადგილობრივი ხელისუფლება ინფრასტრუქტურულ პროექტბზე წელს 25 907 400 ლარს დახარჯავს.

ამჟამად, წმინდაწყალზე, კარალეთის დევნილთა დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მონტაჟი მიმდინარებს. პროექტის მიხედვით, კანალიზაციის შემკრები ჭიდან ახალი 1 450 მეტრი მაგისტრალისა და მდინარეების აძურისა და მეჯუდის შესართავთან ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა მოეწყობა.
დასახლებაში ამ დრომდე არსებული საკანალიზაციო მაგისტრალი ბაზრისა და ავტოსადგურის ქვეშ არის, რის გამოც ხშირად ზიანდება და იტბორება მიმდებარე ტერიტორია.
სამუშოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,ვი-აი-პი +“ მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის გაზაფხულზე დაასრულებს. პროექტის მთლიანი ღირებულება 1 839 857 ლარია, დაფინანსების წყარო კი 2019 - 2020 წლების ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტი.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წლის დასაწყისში დაანონსა. ამ დროისთვის გორში, 10- ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. ამჟამად კი, კვერნაქის დასახლებაში, ბუხაიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარებს.
პროექტის ფარგლებში, 322 მეტრიან გზაზე მოიხსნა ამორტიზებული ასფალტი, მოეწყო ეზოებში შესასვლელები და ახალი ბეტონის ჩამკეტი ბორდიურები, რაც სავალ გზაზე და მოსახლეთა ეზოებში მთის ქანების შლას შეაჩერებს. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია ,,იბოლია“ ახორციელებს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 745 630 ლარი დაიხარჯება.
1 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული სოფელ ქვემო ხვითის და ზემო ხვითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის. გზის რეაბილიტაცია ორ ეტაპად ხორციელდება, ორივე ეტაპისათვის ხელშეკრულებით გათვალისიწინებული თანხა 1 038000 ლარია.
პროექტის ფარგლებში, ქვემო-ზემო ხვითის დამაკავშირებელ გზაზე ჯამში 1 700 გრძივი მეტრის ასფალტბეტონის საფარი დაიგება. ამ შემთხვევაშიც, სარეაბილიტაციო სამუშაობს შპს “იბოლია“ ასრულებს. სამუშაები ოქტომბერში დასრულდება.
უკვე დასრულდა ,,მტკვარწყალმშენის“ დასახლებაში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
პროექტის ფარგლებში, სამანქანო გზის 70 მეტრიან მონაკვეთზე მოეწყო საყრდენი კედელი, და ასფალტის საფარი, ასევე, საავტომობილო გზასა და მოსაცდელთან დამაკავშირებელი 40 მეტრიანი საფეხმავლო ბილიკი და ზებრა გადასასვლელი.
პროექტი, რომლის განსახორციელებლად 37 000 ლარი დაიხარჯა, სამშენებლო კომპანია შპს ,,ჯიარჯიმ“ შეასრულა.
 
 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

გვერდი 3 სულ 13

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი