საფინანსო კომპანია"ევროკრედიტის" დაზარალებულები ჯგუფური დანაშაულის შესახებ ახალ სარჩელს ამზადებენ, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" დაზარალებულთა ნაწილმა აცნობა.
გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს ადმინისტარიულ ერთეულლში ზედამხედველობა, შესაძლოა, მერთან ერთად შესყიდვებისა და ადმინისტრაციული სამსახურმაც გაუწიოს, - ამის შესახებ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა.
გორის ციხე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცა. ისტორიულ ძეგლზე უკვე მეორე წელია არქეოლოგიური და ციხის კედლების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.
გორის საკრებულოს წევრები "ქართული ოცნებიდან" მარლენ ნადირაძე და მიხეილ გოგინაშვილი მთაწმინდის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვნენ. საარჩევნოდ აღებული შვებულების გამო, ისინი საკრებულოს დღევანდელ ბიუროს სხდომას არ ესწრებოდნენ.
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკიდურესად შეჭირვებული ადამიანებისთვის 100 ლარიანი დახმარების გაცემა ერთ თვეში ისე შეჩერდა, რომ შესაძლო ბენეფიციარებს პროგრამის ამოქმედების და შემდეგ უკვე დასრულების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ფაქტმა გორის საკრებულოს დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია.
1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული 13 ტენდერი არ შედგა, ორი კი უარყოფითი შედეგით დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ მათგანში მონაწილეობა არავინ მიიღო, მეორე შემთხვევაში იყვნენ მონაწილეები, მაგრამ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომა გაიმართა. რადიო “მოზაიკა“ გთავაზობთ კომისიის სხდომის მოკლე მიმოხილვას.
"გორის საცურაო აუზი" საჯარო რეესტრში გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ა(ა)იპ-ად რეგისტრირებული აქტიური ორგანიზაციაა, თუმცა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე მსგავსი ობიექტი წლებია აღარ არსებობს და შესაბამისად არც ფუნქციონირებს.
გორის მუნიციპალიტეტის 126 სოფლიდან მოქმედი ამბულატორია, მხოლოდ 38 სოფელშია.