Back to Top
პარასკევი, 29 ნოემბერი 2019 13:52

სათამაშო ბიზნესიდან გორის ბიუჯეტში წელს 218 700 ლარი შევიდა

გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის მე-3 კვარტლის შესრულების მიხედვით, სათამაშო ბიზნესიდან მოსაკრებელმა 218 700 ლარი შეადგინა.

გეგმით გათვალისწინებული კი როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, 170 000 ლარი იყო. რაც იმას ნიშნავს რომ გეგმა ამ მიმართულებით გადაჭარბებით შესრულდ და მან 128, 6% შეადგინა.

მიმდინარე წლის 9 თვეში, გეგმის ზევით, ადგილობრივ ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან შესულმა მოსაკრებელმა 48 700 ლარი შეადგინა.

სათამაშო ბიზნესის გაუქმება ადგილობრივ დონეზე 3 წლის წინ ყოფილი თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის პოზიციიდან მოითხოვა. მისი თქმით, გორელი ახალგაზრდები წლის განმავლობაში ტოტალიზატორებსა და სათამაშო აპარატებში ორი მილიონამდე ლარს აგებენ. თუმცა იურიდიულად მისი ამ განცხადების განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ამისთვის არა რომელიმე ადგილობრივი საჯარო მოხელის ინიციატივა, არამედ საკანონმდებლო ცვლილებები იყო საჭირო.

საქართველოში სათამაშო ბიზნესი კანონმდებლობით 2005 წლიდან რეგულირდება. დღესდღეობით, სათამაშო ბიზნესს სამი კანონი აწესრიგებს: საქართველოს კანონები "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ", "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ" და "სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ".

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1792 times