გორში ტურიზმის ცენტრსა და სანიტარულ კვანძს გორის საპატიო მოქალაქის კომპანია ააშენებს  

გორში ტურიზმის ცენტრსა და საზოგადოებრივი სანიტარული კვანძის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში კომპანიამ "სამშენებლო ტრესტი #3" გაიმარჯვა.

ევროკავშირის გრანტით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტურიზმის ცენტრის ასაშენებლად, ტენდერი მიმდინარე წლის სექტემბერში გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 2020 წლის მარტში უნდა დაასრულოს, რისთვისაც 737 942 ლარი დაიხარჯება. 

როგორც ცნობილია, ცენტრი გორის ცენტრალურ ნაწილში, გურამიშვილის ქუჩის მიმდებარედ, გორის ციხის ტერიტორიაზე აშენდება.

ცენტრში განთავსდება სუვენირების გასაყიდი ფართი და ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, ასევე ბარგის შესანახი, საზოგადოებრივი საპირფარეშო და საკონსულტაციო/საკონფერენციო დარბაზი.

 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ევროკავშირის გრანტის "ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება გორში მდგრადი განვითარების“-პროექტის ფარგლებში მეოთხე ეტაპის სამუშაოების ქ.გორში ცენტრალურ ნაწილში საბაზრო ფართი და საზოგადოებრივი სანიტარული კვანძის მშენებლობა და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა უნდა განხორციელდეს. დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ საბაზრო ფართის და საზოგადოებრივი სანიტარული კვანძის მშენებლობის სამუშაოებისთვის 232 526 ლარია გათვალისწინებული, ხოლო ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობისთვის  505 416 ლარი. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ერთ-ერთი მეწილე გორის საპატიო მოქალაქე ვახტანგ ყანჩაველია. კომპანია “სამშენებლო ტრესტი #3“ ახორციელებს ასევე გორში, სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობასაც.


პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 393 times Last modified on ოქტომბერი 29 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი