გორის მერიამ ნარჩენების მართვა სამ წელში უნდა დაარეგულიროს - რეალობა და კანონი

2022 წლამდე, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაცია უნდა დასრულდეს.

გორის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მიხედვით, მუნიციპალიტეტის სოფლებში უნდა მოხდეს სრული მომსახურების გაწევა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის კუთხით. 2017 წელს მიღებული გეგმის მიხედვით, საერთო ჯამში 600-700 ურნის შეძენა უნდა მოხდეს, რომლებიც 35 სოფელში განთავსდება. რაც შეეხება სეპარირების (დახარისხების) ხელშეწყობას, პირველ რიგში უნდა მოხდეს დიდ სოფლებში, სკოლებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან ურნების განთავსება.

ამ დროისთვის, გორის მუნიციპალიტეტის 104 სოფლიდან, ურნა 77 სოფელში დგას, თუმცა მათი რაოდენობის გაზრდას კეთილმოწყობის სააგენტო ეტაპობრივად გეგმავს.

მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ ტენდერი 200 ურნის შესაძენად გამოაცხადა. აღნიშნული ურნებით, ქალაქში დაზიანებული და მოძველებული ურნები ჩანაცვლდა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გასული წელს ბიუჯეტში მორჩენილი აუთვისებელი თანხა სხვადასხვა პრიორტეტებზე გაანაწილა,  მათ შორის, ნაგვის ურნების შეძენაზე, რომლისთვისაც 150 000 ლარი გაითვალისწინა.

ნარჩენების მართვის ხუთ-წლიანი გეგმის მიხედვით, 2022 წლამდე გორის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის კუთხით არსებული პრობლემები სრულად უნდა მოგვარდეს.

ამავე თემაზე: სტიქიური ნაგავსაყრელები გორის სოფლებში - როგორ ასრულებს მერია ნარჩენების გეგმას

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

 

 

Read 429 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი