ცვლილებები 3 წელში - რა ქონებას ფლობს გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი

გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ამ პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ, პირველი ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. ზვიად ანესაშვილმა ეს თანამდებობა ორი თვის წინ დაიკავა. მან ამ პოსტზე მირიან კლიმიაშვილი შეცვალა. 

რადიო 'მოზაიკა" დაინტერესდა, როგორ იცვლებოდა მისი ქონებრივი მდგომარეობა წლების განმავლობაში. ამისთვის ერთმანეთს მის მიერ ბოლო 4 წელში შევსებული დოკუმენტები შევადარეთ, სადაც სწორედ მის ქონებასთან დაკავშირებული მონაცემებია ასახული.

ბოლო დეკლარაციაში, წინა წლებისგან განსხვავებით, ანესაშვილს სოფელ ხელთუბანში 2018 წელს მიღებული 7000 კვ.მ-ზე მიწის ნაკვეთი უფიქსირდება. შეძენის ფორმის გრაფაში კი (0 ლარი) გაცვლა აქვს მთითებული. ამავე სოფელში ის 170 კვ.მ-ზე არსებული საცხოვრებელი სახლის 50% -იან წილის მესაკუთრეა, რომელიც 2002 წელს 25 000 დოლარად აქვს შეძენილი. უფრო ადრე კი (1992 წელს) 23 ათასი კვ.მ-ზე მიწის ნაკვეთი აქვს მიღებული, სადაც ასევე 50%-იან წილს ფლობს.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, თუ ზვიად ანესაშვილი 2016-2017 წლებში მხოლოდ 6 500 დოლარად შეძენილ სატვირთო ავტომანქანას ფლობდა, 2018 წლიდან დღემდე 2001 წლის მოდელი - Mercedes-Benz-ის მესაკუთრეა.

ცვლილებაა ბოლო წლებში ანესაშვილის ოჯახის შემოსავლებშიც.

თუ 2017 წელს ეს თანხა 35758 ლარით განისაზღვრებოდა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 34 654 ლარით განისაზღვრა. აქედან 10 000 ლარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის რეალიზაციიდან მიღებული თანხა, დანარჩენი კი  წლიური ხელფასი. მათ შორის, მეუღლის წლიური ანაზღაურება 12 462 ლარითაა წარმოდგენილი ხელთუბნის საჯარო სკოლიდან, სადაც ფიქრია მუმლაძე სკოლის დირექტორის პოზიციას იკავებს.

2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის მთლიანი შემოსავალი 32 831 ლარს შეადგენდა. აქედან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი 7 000 ლარით იყო განსაზღვრული, დანარჩენს კი საჯარო სამსახურებიდან მეუღლეების წლიური ანაზღაურებები შეადგენდა.

აღნიშნული მონაცემებიდან ირკვევა, რომ ზვიად ანესაშვილის ოჯახის მთლიანი შემოსავალი(სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შემოსავალთან ერთად), 2016 წელთან შედარებით (32831ლარი) 3 წელში 1823 ლარით გაიზარდა. 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1684 times Last modified on ოქტომბერი 14 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი