ორი კომისიის სხდომა გორის საკრებულოში - მიმოხილვა

დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორი კომისიის სხდომა ჩატარდა. რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ სესიების მოკლე მიმოხილვას.

ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების, აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 12 საკითხზე იმსჯელეს. ამ კომისიაზე გახდა ცნობილი, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის სკოლას რიტუალების სახლი გადაეცემა. ამ ეტაპზე, სკოლა ორ ცვლაში მუშაობს საკლასო ოთახების სიმცირის გამო. როგორც ცნობილია, რიტუალების სახლში საკლასო ოთახები მოეწყობა.

ამავე თემაზე: ზემო ხვითის სკოლა გაფართოების მიზნით რიტუალების სახლის გადაცემას ითხოვს

 

ამავე კომისიაზე საკრებულოს წევრებმა ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტზეც მოისმინეს. როგორც ცნობილია 2019 წლის იანვრიდან დღემდე, გორის მუნიციპალიტეტიდან პოსტსაბჭოთა ქვეყნებში15 331 ტონა ხილი და ბოსტნეული გავიდა.

ამავე თემაზე: გორის მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი ხილი ექსპორტზე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გავიდა

საკრებულოს კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა სეტყვით დაზარალებული მოქალაქეების განცხადებები განიხილეს. აღნიშნული პიროვნებები მერიას სთხოვენ ქონების გადასახადიდან გათავისუფლებას.

ამავე თემაზე: საკრებულომ დახმარების მსურველთა განცხადებები მერიას უკან გადაუგზავნა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიამ ოთხ საკითზე იმსჯელა, აღნიშნული კომისია ფრაქცია “ძლიერი გორის“ ხელმძღვანელმა ვასილისა ჯაბახიძემ დატოვა და პირველი საკითხი კომისიის შემადგენლობის შესახებ განკარგულებაში ცვლილებების შეტანას ეხებოდა.

ამავე თემაზე: ფრაქცია "ძლიერი გორის" თავმჯდომარემ საკრებულოს კომისია დატოვა

 

კომისიის წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარის 2019 წლის განვლილი პერიოდის გაწეული საქმიანობის ანგარიშიც მოისმინეს. დოკუმენტი, რომელიც 11 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი, აქტივობებთან ერთად, დოკუმენტებთან დაკავშირებულ მონაცემებსაც შეიცავს.

ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს საკრებულოს 12 სხდომა ჩატარდა. განხილული საკითხების რაოდენობამ 231 შეადგინა. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ სულ გაცემულია 104 საკადრო, 209 სამივლინებო 69 საორგანიზაციო ბრძანება. მოხსენებითი ბარათების რაოდენობა 229-ით განისაზღვრა, განცხადებების კი - 193-ით . ანგარიშის მიხედვით, 9 განცხადებას გაეცა პასუხი, 10-დღიანი ვადის გამოყენებით. დანარჩენს კი დაუყონბებლივ. მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ 26 განცხადება შევიდა.

საკრებულოს მიერ წარმოდგენილ მუშაობის ანგარიშს დეპუტატები 11 ოქტომბერს დაამტკიცებენ.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მომდევნო სხდომაზე დეპუტატები 17 საკითხს უყრიან კენჭს.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 679 times Last modified on ოქტომბერი 01 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი