გორის მერიას სექტემბრის თვეში სამი ტენდერი ჩაუვარდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიას სექტემბერში3 ტენდერი ჩაუვარდა.

საუბარია გორში, კაჩინსკების # 51 -ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციაზე(თანადაფინანსების პროგრამით).

გორის მერიამ აღნიშნული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი მიმდინარე წლის 4 სექტემბერს გამოაცხადა, რისთვისაც2022 ლარი გაითვალისწინა. აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი არც ერთმა კომპანიამ გამოთქვა.

ტენდერი არ შედგა, შინდისის გზატკეცილის, #30-3 საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო სამუშაოების შესყიდვაზეც. ადგილობრივ ხელისუფლებას ამ მიმართულებით 9630 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული.

მესამე ტენდერი,რომელიც არ შედგა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის საბავშვო ბაღისთვის დამატებითი ფართის მიშენების მიზნით გამოცხადდა.

სამუშაოებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიამ170 155 ლარი გაითვალისწინა, თუმცა ტენდერში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა.

აღნიშნული სამუშაოების შესყიდვისთვის, გორის მერია ხელახალ ტენდერს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.    

 

ამავე თემაზე: ნიქოზის საბავშვო ბაღის გაფართოებისთვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 352 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი