ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის პრობლემა ხიდისთავში - რას გეგმავს მერია

ხიდისთავის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას სოფელში არსებული პრობლემების მოგვარებას სთხოვს.
ერთ-ერთმა ადგილობრივმა გორის მუნიციპალიტეტის მერს ლაივ სტრიმის დროს მიმართა და ხიდისთავის მდგომარეობით დაინტერესება სთხოვა.
“არც გზა გვაქვს. შიდა გზები საშინლად მოუწესრიგებელია. გაზი არა და წყალი არა. როგორ შეიძლება ესეთი უყურადღებობა. ხიდისთავის მატარებლის სადგურისკენაც ჩამოდით, რა დღეშია უბანი. არც ნაგავსაყრელი გვაქვს, ურნებზე ხომ ზედმეტია საუბარი. გაზის მილები ჩაყარეს შარშან, მაგრამ მორჩა, მანდ გაიყინა ყველაფერი, სადაა გაზი? გვეშველება ნეტა ოდესმე?“, - წერს ნინიკო გამისონია.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქის შეკითხვას პირდაპირ ეთერშივე უპასუხა. კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, ხიდისთავში ბუნებრივი აირის პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება.
“ხიდისთავს გაზი ძალიან მალე ექნება, თითქმის დასრულებულია ყველა ძირითადი სამუშაო, ყველა ოჯახში მიყვანილია ბუნებრივია აირი. ველოდებით რომ ჩაირთოს და მიეწოდოს სოფელს. რაც შეეხება გზებს, ვიცით, რომ დაზიანებულია და ამაზე უკვე ვმუშაობთ, პროექტები გვაქვს შედგენილი, რათა დავიწყოთ გზების რეაბილიტაცია“, - განაცხადა თავზარაშვილმა.
ხიდისთავში არსებული მდგომარეობის შესახებ მასალა რადიო “მოზაიკამ“ რამდენჯერმე მოამზადა. ადგილობრივებმა ორი თვის წინ სასმელი წყლის პრობლემის გამო საპროტესტო აქციაც გამართა. მაშინ სოფლის წარმომადგენელმა თქვა, რომ წყლის პრობლემა სოფელში დებეტში წყლის კლებამ გამოიწვია.
ხიდითავის მოსახლოებას სასმელი წყალი, გრაფიკით 12 საათიდან 5 საათამდე მიეწოდება.

ამავე თემაზე: ხიდისთავში უწყლობას აპროტესტებენ

ამავე თემაზე: ხიდისთავის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება აღუდგა

 
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.
Read 258 times Last modified on სექტემბერი 03 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი