ციცაგიაანთკარში დაზიანებული გარეგანათების გაკეთებას ითხოვენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცაგიაანთკარში დაზიანებული გარეგანათების გაკეთებას ითხოვენ.
ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, სოფელში გარეგანათება ცოტა ხნის წინ გააკეთეს, თუმცა ამ დროისთვის, რამდენიმე მათგანი დაზიანდა. ნატალი სადაღაშვილი ამბობს, რომ პრობლემის შესახებ მერიას რამდენჯერმე მისწერა, თუმცა უწყებისგან პასუხი არ მიუღია.
“ 13 აგვისტოს მერე ვითხოვთ გაკეთებას. ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა. სულ ცოტა ხნის წინ გააკეთეს და უკვე გაფუჭდა. პატრონი კი არავინ ჩანს ამ დომდე. რამდენჯერმე მივწერე გორის მერიას, მაგრამ პასუხი არ გაუციათ“, - ამბობს ნატალი სადაღაშვილი.
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ დაზიანებული განათებები იმ კომპანიამ უნდა გააკეთოს, რომელმაც თავდაპირველად სოფელში გარეგანათებების დაყენებაზე იმუშავა.
“ჩვენ უკვე ჩავაყენეთ საქმის კურსში ის კომპანია, რომელმაც ციცაგიაანთკარში გარეგანათებები დაამონტაჟა. სწორედ ამ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს დაზიანებული განათებების გამოცვლა. როგორც მერის წარმომადგენელმა შეგვატყობინა, ორი ნათურაა დაზიანებული და აუცილებლად გამოიცვლება. ამ შემთხვევაში, დამოკიდებულები ვართ კომპანიაზე, რომელსაც ევალება დაზიანებული გარეგანათებების გაკეთება“, - ამბობენ გორის მერიაში.
სოფლებში გარეგანათებები სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ეტაპობრივად დამონტაჟდა. გასულ წელს გარეგანათება 8 სოფელში მოეწყო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 538 872 ლარი დაიხარჯა.
 
 
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.
Read 400 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი