გორის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი ასაწყობი კონტეინერების შესაძენად, არ შედგა

სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში ასაწყობი კონტეინერების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული კონტეინერების შესყიდვის მიზნით, ტენდერი მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოცხადა, რისთვისაც 40 000 ლარი გაითვალისწინა. თუმცა ტენდერში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ მიიღო. 

გორის მუნიციპალიტეტის მერია სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში 4 ასაწყობი შენობის შეძენას გეგმავდა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აღნიშნული კონტეინერები სოფელ საყვარეში, მღებრიანში, ციცაგიაანთკარში და ტამში ადგილზე უნდა აეწყო. 

სატენდერო პირობების მიხედვით ასაწყობ კონტეინერებში უნდა იყოს მოწყობილი ცალკე გამოყოფილი სველი წერტილი, შეშის ღუმელის დასადგამი კუთხე, თუნუქის ფურცლით და საკვამურის მოწყობა. უნდა გააჩნდეს ხის კარები და 2 მეტალოპლასტმასის ფანჯარა ზომებით: შესასვლელი კარები არანაკლებ 2.00მ * 0,90მ; 2  ცალი მეტალოპლასტმასის ცალფრთიანი დათბუნებული ფანჯარა 1.25მ * 0,80მ.

"სოფელ ციცაგიაანთკარისთვის განკუთვნილ ასაწყობ კონტეინერში გათბობისთვის უნდა დამონტაჟდეს გაზის გამათბობელი შემდეგი ტექნიკური მონაცემებით: ქარხნული წარმოების, გარე წვის დახურული კამერით, გათვალისწინებული არანაკლებ 20კვ.მ. ბუნებრივი გაზის და მხუთავი აირის გამაფრთხილებელი დეტექტორი; წყლის გამაცხელებელი (კალონკა) გაზზე: წყლის გამაცხელებლი უნდა იყოს: ქარხნული წარმოების, გარე წვის დახურული კამერით - ტევადობა უნდა იყოს არანაკლებ 5  და არაუმეტეს 7 ლიტრამდე", - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში. 

მიმდინარე წელს გორის მერია ათამდე მიუსაფარი ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფას გეგმავს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტში, 100 000 ლარია გათვალისწინებული.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 292 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი