გორის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის 7 თვეში ჯილდოს სახით 78 715 ლარი გაიცა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების მეორე კვარტლის ანგარიში გამოაქვეყნა.

ამ დროისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში დასაქმებულ პირთა ანაზღაურებისთვის უკვე 1 მლნ 930 374 ლარი დაიხარჯა, რაც მე-2 კვარტალში ხელფასებისთვის გაწერილი თანხის 99% შეადგენს.

აღნიშნული თანხიდან, საკრებულოს თანამშრომელთა ანაზღაურებაში 356 318 ლარი, მერიაში დასაქმებულებისთვის კი 2 084 103 ლარი დაიხარჯა.

მთლიანად წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით 3 მლნ 907 ათასი ლარია განსაზღვრული.

ანგარიშის მიხედვით, თანამდებობრივმა სარგომ აღნიშნულ პერიოდში 1 მლნ 851 658 ლარი შეადგინა. ჯილდოებისთვის კი 78 715 ლარი გაიცა. ამ თანხიდან საკრებულოს თანამშრომელთა წახალისებისთვის 5 392, მერიაში დასაქმებულებისთვის კი 70 292 ლარი ჯილდოს სახით გაიცა.

რაც შეეხება უშტატო მოხელეებს, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურება 7 თვეში 113 203 ლარით განისაზღვრა.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 574 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი