გორის მერიას ავტომანქანების ტექნიკური მომსახურებისთვის 400 000 ლარზე მეტი აქვს გათვალისწინებული

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთების მომსახურებების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება 476`073 ლარია.

გამარჯვებულმა კომპანიამ სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა და შესაბამისი ტექნიკური მომსახურება, ხელშეკრულების გაფორმებიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა შეასრულოს.

სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიას, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნდა გააჩნდეს მინიმუმ 1 მომსახურების ობიექტი.

“მიმწოდებელს თითოეულ სერვისცენტრში უნდა გააჩნდეს: ავტომანქანის არანაკლებ 3 ამწე მექანიზმი; საბურავის დაშლა აწყობის და ბალანსირების დანადგარი; თვლების შეყრის კომპიუტერული (რაზვალი) დანადგარი; კომპიუტერული დიაგნოსტიკის მოწყობილობა; საყრდენი დისკოს გასაჩარხი მოწყობილობა; ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის აპარატი; ძრავში ზეთის შესაცვლელი აპარატი; ელექტრო მომარაგების სარეზერვო წყარო (გენერატორი); სერვისცენტრში სამუშაო ფართობი დაფარული უნდა იყოს ბეტონის ან მსგავსი ზედაპირით; დაცული უნდა იყოს ჰიგიენური, სახანძრო და უსაფრთხოების ნორმები“, -ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში პრეტენდენტმა ავტომობილებს უნდა გაუწიოს შემდეგი სახის ტექნიკური მომსახურება:

  • პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება;
  • სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
  • საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა.
  • ავტომობილის ოპერატიული შეკეთება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე ამ დროისთვის 10 ავტომანქანა ირიცხება.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 415 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი