გორის მერია 35 სოფელში გზის საფარისა და გარეგანათებების მოწყობისთვის 424 000 ლარზე მეტს დახარჯავს

გორის მუნიციპალიტეტის მერია სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, 26 სოფელში გზის საფარის მოწყობის სხვადასხვა სამუშოაებისთვის 324`023 ლარს დახარჯავს. უწყებამ აღნიშნული სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა.

გამარჯვებულმა კომპანიამ მოხრეშვისა და ქვაფენილების მოწყობის სამუშაოები შეხელშეკრულების გაფორმებიდან, 80 კალენდარული დღის ვადაში, უნდა შეასრულოს. წინადადებების მიღება 10 ივლისს მთავრდება.

რადიო “მოზაიკა“ გთავაზობთ სოფლების ჩამონათვალს, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება გზის საფარის მოწყობის სამუშაოების ჩატარებას გეგმავს:

ახალხიზა, ბერშუეთი, გარდატენი, გუგუთიაანთკარი, დეგეულა, დიდი ატენი, ველები, ზარდიაანთკარი, ზემო სობისი, ქვემო ქსორვისი, თერგვისი, თორტიზა, თხინალა, კარბი, მეღვრეკისი, ორმოცი, სკრა, ფუხაანთუბანი, ქვემო არცევი, ქვემო სობისი, ქვემო ხვითი, ქვეში, ღვარები, შავშვები, ჭეჭელაანთუბანი.

სოფლის მხარდამჭერი პროგრამისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიას საერთო ჯამში 1 630 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გარეგანათებების მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. ამჯერად, გარეგანათების მოწყობა კიდევ 9 სოფელში იგეგმება. შესაბამისი სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რომლის სავარაუდო ღირებულება 100 185 ლარია. გამარჯვებულმა კომპანიამ, გარეგანათებები ტყვიავში, ხელთუბანში, ვარაიანში, ბიისში, ბობნევში, ახალშენში, ყველაანთუბანში, ოლოზსა და ტურსევში უნდა მოაწყოს.

ამავე თემაზე: გარეგანათებების მოსაწყობად გორის მერიამ 6 თვეში 963 512 ლარი დახარჯა
ამავე თემაზე: სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, გორის მუნიციპალიტეტში 115 პროექტი განხორციელდება

ინფორმაციისთვის, სოფლის მხარდამჭერი პროგრამა 2016 წელს გაუქმდა, თუმცა 2019 წელს საქართველოს მთავრობამ კვლავ აღადგინა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროგრამის ფარგლებში კრება 3 700 სოფელში ჩატარდა.



პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 3524 times Last modified on ივლისი 01 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი