Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 14 ივნისი 2019 13:32

გორის მერია სკვერებში ახალი სკამების შესაძენად 27 000 ლარს გადაიხდის

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სკვერებში დასადგმელი სკამების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. ქალაქში სულ 58 ახალი სკამი განთავსდება, რისთვისაც მერიას 27 840 ლარი აქვს გათვალისწინებული.

ტენდერის დასრულების შემდეგ სკამები ქალაქში 45 დღის ვადაში უნდა დაიდგას.

ბარათაშვილის სკვერში გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა ძველი სკამები უკვე აიღეს. კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ბაჩანა გვიანიშვილის თქმით, სკამები ყველა სკვერში ეტაპობრივად გამოიცვლება, ამ დროისთვის ახალი სკამები გოგებაშვილის სკვერში დგას.

ამავე თემაზე: ბარათაშვილის სკვერში სკამები აღარ დგას 

ამავე თემაზე: გორის სკვერებში სკამებს ცვლიან

ზაფხულის მოსვლასთან ერთად გორის სკვერებში არსებულ შადრევნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდათ, ამ დროისთვის შადრევნები სტალინის სკვერში , ბარათაშვილის სკვერსა და "ახალბაღში" ჩაირთო, უახლოეს პერიოდში იგეგმება თეატრის ეზოსა და შიოს წყაროსთან მდებარე შადრევნების შეკეთებაც.

ამავე თემაზე: გორში შადრევნები ჩართეს

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 3908 times Last modified on პარასკევი, 14 ივნისი 2019 13:41