სახელმწიფო აუდიტმა გორის მერიის სამი თვის ხარჯები გამოაქვეყნა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამ თვეში თანამდებობრივი სარგოებისთვის 932 217 ლარი დახარჯა. შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებისთვის კი 54 239 ლარი.
მუნიციპალიტეტების ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს. ანგარიშში ასახულია 2019 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვის დანახარჯები.
აუდიტის სამსახურის ვებგვერდი ინფორმაციას სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებითაც ავრცელებს, რომლის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამ თვეში მივლინებებისთვის 11 166 ლარი დახარჯა.
ანგარიშის მიხედვით, გორის მერიამ ავტომობილების შენახვისა და ექსპლუატაციისთვის სამ თვეში 120 ლარი დახარჯა, საწვავის ხარჯმა კი 4 264 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება წარმომადგენლობით ხარჯებს, ამ მუხლში ადგილობრივი ბიუჯეტიდან მერიას 2 128 ლარი აქვს გახარჯული.
სახელმწიფო აუდიტის ვებგვერდზე მუნიციპალიტეტების ხარჯების შესახებ ინფორმაცია ყოველწლიურად ქვეყნდება.
უწყებამ ამ დროისთვის 2019 წლის სამი თვის მონაცემები გამოაქვეყნა.
 
 
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.
 
 
 
Read 1171 times Last modified on ივნისი 12 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი