მერის წარმომადგენლები, შესაძლოა, ადმინისტრაციულ სამსახურსაც დაექვემდებარონ

გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს ადმინისტარიულ ერთეულლში ზედამხედველობა, შესაძლოა, მერთან ერთად შესყიდვებისა და ადმინისტრაციული სამსახურმაც გაუწიოს, - ამის შესახებ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.

დადგენილებამ ბიუროს სხდომაზე დისკუსია გამოიწვია.

დეპუტატებისთვის რიგი საკითხები გაურკვევეი დარჩა და კითხვის ნიშნები გააჩინა. საკრებულოს თავმჯდომარე პროექის ავტორისგან განმარტებებს ითხოვს.

“მერის წარმომადგენელი ვფიქრობ, რომ მერს უნდა ექვემდებარებოდეს. ალბათ მობრძანდება ამ პროექტის ავტორი და განგვიმარტავს. თუ სამართლებრივად და პოლიტიკურად იქნება გამართლებული, მხარს დავუჭერთ, მაგრამ სხვა შემთხვევაში, შეიძლება საკრებუკლომ არ დაუჭიროს მხარი, კითხვის ნიშნები რახან გაჩნდა, უნდა მოხდეს შესაბამისი ახსნა განმარტება“, - ამბობს დავით რაზმაძე.

 

ფრაქციის "ძლიერი გორი" თავმჯდომარე ვასილისა ჯაბახიძე ამბობს, რომ მერი, რომელიც ქალაქის ლიდერი უნდა იყოს, თავის უფლებებს ვერ იცავს.

“კოტე თავზარაშვილმა დღემდე ვერ გაარკვია შპს - ს დირექტორია თუ გორის მუნიციპალიტეტის მერი. კიდევ ერთხელ დაამტკვიცა, რომ ის უფლება მოვალეობები, რაც აკისრია და რისი უფლბაც აქვს, ვერ იცავს და ამიტომ გახდა საჭირო, რომ მერის წარმომადგენლები დაუქვემდებარონ ასევე ადმინისტრაციას და მის მიერ იყოს გაკონტროლებული. ეს ცუდი ფაქტია. მერი, რომელიც ქალაქი სლიდერი უნდა იყოს, გავლენები აღარ აქვს, ყველაფერზე ხელის მომწერი და მარიონეტია“, - თქვა ვასილისა ჯაბახიძემ.

თემას გორის მუნიციპალიტეტის მერი ეხმაურება და ამბობა, რომ ამ ინიციატივის მხარდაჭერით არაფერი იცვლება.

“არფერი არ იცვლება, ადმინისტრაციული შესყიდვების სამსახური ისედაც მე მექვემდებარება, მერი არანაირ პასუხისმგებლობას არ იხსნის“, - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

დადგენილების მიხედვით ირკვევა, რომ პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, როგორც რადო "მოზაიკასთან" კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, ამ საკითხზე კომუნიკაცია საკრებულოს თავმჯდომარესთან ჰქონდა.

მერიაში განმარტავენ, რომ სურვილის შემთხვევაში, აღნიშნული ინიციატივის ავტორი მზადაა, მერის იურისტთან ერთად, შეხვდეს საკრებულოს დეპუტატებს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 440 times Last modified on ივნისი 10 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი