ხიდისთავში უწყლობას აპროტესტებენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა.

მოსახლოების თქმით, რამდენიმე კვირაა სოფელს სასმელი წყალი არ აქვთ.

ადგილობრობრივები ამბობენ, რომ სოფელში არსებული წყლის რეზერვუარებიდან წყალი საკმარისად არ მიეწოდებათ და სასმელი წყლის მოზიდვა შორი მანძილიდან უწევთ.

სამი კვირაა წყალი არ გვქვს, გუშინ მოვიდა და დასალევად ვერ გამოიყენებ, ისეთი დაბინძურებულია. რამდენიმე დღეა, ვურეკავ მერის წარმომადგენელს და არ მპასუხობს. მატორები გვაქვს თითქმის ყველას, მაგრამ ისეთი ცოტა მოდის, რომ მატორიც ვერ ქაჩავს წყალს.“

სოფელში ზოგიერთი ოჯახი დასალევ წყალს, სარწყავად იყენებს და ვინც ქვემოთ უბანში ვცხოვროთ, ჩვენამდე წყალი ვეღარ მოდის“, - ამბობენ ადგილობრივები.


მერის წარმომადგენელი ხიდისთავის თემში, გიორგი ბარჯაძე მოსახლეობას შეხვდა და პრობლების მოგვარების გზებზე ესაუბრა. მისი თქმით, დებეტში წყლის დონემ დაიკლო, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდულად მიეოწოდება.

“აღნიშნული პრობლემა, დებეტში წყლის კლებამ გამოიწვია, რაც ამ დროისთვის უკვე მოგვარებულია. რამდენიმე დღეა ვატარებთ სამუშაოებს, ხვალ დილიდანვე წყალი, ძველი გრაფიკის შესაბამისად, 1 - დან 5 საათამდე მიეწოდება მოსახლეობას,“ - ამბობს გიორგი ბარჯაძე.

ადგილორბივები ამბობენ, თუ ბარჯაძის დაპირება არ შესრულდება, ისინი უფრო მასშტაბურ აქციას გამართავენ. 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 535 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი