გორის მუნიციპალიტეტში ამბულატორიები ადგილობრივი ბიუჯეტით აღარ გარემონტდება

გორის მუნიციპალიტეტის 126 სოფლიდან მოქმედი ამბულატორია, მხოლოდ 38 სოფელშია. 

მიმდინარე წელს,  ხელისუფლება ამბულატორიების რეაბილიტაციას 14 სოფელში გეგმავს. ტინისხიდში კი - ახალი შენობის აშენება იგეგმება. 

“საქარეთველოს საკანონმდებლო მაცნეს“ მიხედვით, 2017 წლის შემდეგ ამბულატორიებში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. 

მიმდინარე წლის ბიუჯეტში კი ამბულატორიების რეაბილიტაციისთვის თანხა ასახული არ არის. გორის მერიაში ამბობენ, რომ ამ მიმართულებით თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს.

“2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში აღნიშნული მიმართულებით თანხა არ გვაქვს გაწერილი, რადგან ამაში ფულს სახელმწიფო გამოყოფს. ჯერ კიდევ არ არის ეს გადაწყვეტილი, შეიძლება თანხა ისევ ჩვენ გადმოგვეცეს და ჩვენ ავსახოთ ბიუჯეტში“, - ამბობენ გორის მერიაში. 

მიმდინარე წელს, ამბულატორიის ახალი შენობა სოფელ ტინისხიდში აშენდება. გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ შენობის ასაშენებლად თანხა უკვე გათვალისწინებული აქვთ. 

“თანხა გათვალისწინებულია, ტინისხიდში ამბულატორიის ახალი შენობის ასაშენებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, რაც 80 195 ლარს შეადგენს“, - განმარტეს მერიაში. 

2013-2015 წლებში შიდა ქართლში 22 ამბულატორია აშენდა, აქედან 15 გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელში.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1186 times Last modified on ივნისი 06 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი