კომისიის წევრების გადაადგილებები გორის საკრებულოში

გორის საკრებულოს კომისიებიდან ყველაზე მეტი წევრი ქონების მართვის ბუნებრივი რესურების, აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიას ჰყავს. დეპუტეტების გადანაწილება კომისიებში მათი სურვილის მიხედვით ხდება.

მერაბ მელანაშვილი ქონების მართვის კომისიის ხელმძღვანელია. მასთან საკრებულოს 16 წევრია გაერთიანებული. ამბობს, რომ დეპუტატები თავად ირჩევენ, თუ რომელ კომისიაში სურთ მუშაობა.

"სურვილის მიხედვითაა, ვისაც რომელ კომისიაში უნდა, იქ არის გაწევრიანებული. კვოტები ნაწილდება ფრაქციებიდან. ყველა კომისიაში უნდა იყოს თითო წევრი. უმრავლესობიდან, ვისაც რომელ კომისიაში ყოფნის სურვილი აქვს, იმაში შეუძლია იყოს. შეზღუდვები არ არსებობს. 14 წევრი მყავდა, ახალი ფრაქციების შექმნის შემდეგ ორი დაემატა ჩემს კომისიას“ , - აღნიშნა მერაბ მელანაშვილმა.

13 - 13 წევრითაა წარმოდგენილი სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის, ასევე სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის, საფინანსო და საბიუჯეტო კომისიები. 1 დეპუტატით ნაკლები მუშაობს განათლების, სპორტის, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიაში.

საკრებულოს კომისიებში, შემადგენლობის მხრივ, გარკვეული ცვლილებები მოხდა. სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების კომისიაში შემდეგ პაპუნა კობერიძე შევიდა. საფინანსო - საბიუჯეტო კომისიას კი ახალი წევრი, ილია ვარდანაშვილი დაემატა.

ცვლილებებია ჯანდაცვის, სპორტის და სოციალურ საკითხთა კომისიაშიც. საკრებულოს დეპუტატი ილია ვარდანაშვილმა საფინანსო - საბიუჯეტო კომისია დატოვა და სოციალურ საკითხთა კომისიაში გადაინაცვლა.

“ცვლილება ფრაქციების დამატებამ განაპირობა. კვოტირება გაკეთდა, რომ ყველა კომისიაში უნდა ყოფილიყო თითო ფრაქციიდან წევრი და მეც მომიწია სხვა კომისიაში გადასვლა“, - აღნიშნა მიხეილ გოგებაშვილმა.

სამანდატო - საპროცედურო კომისიას სამი წევრი, ხოლო ქონების მართვას ორი წევრი დაემატა.  ცვლილება შეეხო განათლების, სპორტის, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიას, რომელსაც მერაბ მახარაშვილის სახით ერთი წევრი დაემატა.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის ზაზა ნასყიდაშვილის განმარტებით, რეგლამენტი ითვალისწინებს კვოტირებას, რამაც კომისიებში ცვლილება განაპირობა

“ახალი ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით რეგლამენტი ითვალისწინებს კვოტირებას, ამასთან დაკავშირებით მოხდა დეპუტატების გადანაცვლება კომისიებში. ფრაქციიდან კომისიაში ერთი წარმომადგენელი მაინც უნდა იყოს. ორი რომ ერთ კომისიაში იყოს და სხვაგან არც ერთი, ეს კანონით არ შეიძლება“, - აღნიშნა ზაზა ნასყიდაშვილმა.

​პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 558 times Last modified on აპრილი 16 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი