Back to Top
 

JPrize Web Geo

გორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები საკრებულოსგან მოითხოვენ დეპუტატებმა უფრო მეტად დაასაბუთონ, თუ როგორ ხარჯავენ საკრებულოს წევრებისთვის, მოსახლეობასთან შესახვედრად გამოყოფილ თანხას. ხარჯების ასანაზღაურებლად დეპუტატებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 400 ლარს უხდიან.

Comment

რადიო “მოზაიკას“ მასალის გამოქვეყნების შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალურ საცხოვრისში წყლის მოტორი დაამონტაჟა.

Comment

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ადგილობრივები საუბნო გზების მოწესრიგებას ითხოვენ. სოფელში ამბობენ, რომ გზები დაზიანებულია და წვიმის დროს გადაადგილება უჭირთ.

Comment

საკრებულოს თანამდებობის არმქონე წევრებს, ყოველ თვე, კანონი ამომრჩეველთან  მინიმუმ 3 შეხვედრას ავალდებულებს. დეპუტატმა შეხვედრების შესახებ მოხსენებითი ბარათი და არანაკლებ სამი ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა წარადგინოს. გორის საკრებულოს დეპუტატებს მოსახლეობასთან შეხვედრების ხარჯევისთვის 400 ლარი აქვთ ბიუჯეტიდან გამოყოფილი.

Comment

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით ადუაშვილი უფლისციხის მოსახლეობასთან შესახვედრად სოფელში მას შემდეგ ჩავიდა, რაც მათ პრობლემას რადიო "მოზაიკასგან" გაეცნო.

Comment

​კარიერების მუშაობა, საიდანაც სოფელ უფლისციხეში ქვას მოიპოვებენ, ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევს. მოსახლეობის ნაწილი ინერტული მასალის მოპოვების და გადატანის წესის დაცვას ითხოვს.

Comment

გორის საკრებულოს რამდენიმე წევრი პარალელურად, მუნიციპალურ ა(ა)იპ - ებში მუშაობს. ოპოზიციამ მმართველ პარტიას ეთიკის ნორმები შეახსენა.

Comment

მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხების გამო გორის რამდენიმე უბანში მოსახლეობას გადაადგილება უჭირს. გადაადგილება პრობლემური განსაკუთრებით ნალექიან ამინდში ხდება. ქალაქის ზოგიერთ დასახლებაში კი სანიაღვრე სისტემა საერთოდ არ არსებობს.

Comment

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასაფინანსებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს 766 400 ლარია გათვალისწინებული. აქედან შტატიანი თანამშრომლების ანაზღაურებას თვეში 59 900 ლარი, წელიწადში კი 718 800 ლარი მოხმარდება. შტატგარეშე თანამშრომლებისთვის თვეში 3 917 ლარი, წელიწადში კი 47 600 ლარია გათვალისწინებული.

Comment

გორში ეტლით მოსარგებლე ადამიანებს გადაადგილება უჭირთ. ქალაქი მათ საჭიროებებს ვერ პასუხობს.

Comment