Back to Top

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკიდურესად შეჭირვებული ადამიანებისთვის 100 ლარიანი დახმარების გაცემა ერთ თვეში ისე შეჩერდა, რომ შესაძლო ბენეფიციარებს პროგრამის ამოქმედების და შემდეგ უკვე დასრულების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ფაქტმა გორის საკრებულოს დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია.

Comment

1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული 13 ტენდერი არ შედგა, ორი კი უარყოფითი შედეგით დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ მათგანში მონაწილეობა არავინ მიიღო, მეორე შემთხვევაში იყვნენ მონაწილეები, მაგრამ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

Comment

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომა გაიმართა. რადიო “მოზაიკა“ გთავაზობთ კომისიის სხდომის მოკლე მიმოხილვას.

Comment

"გორის საცურაო აუზი" საჯარო რეესტრში გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ა(ა)იპ-ად რეგისტრირებული აქტიური ორგანიზაციაა, თუმცა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე მსგავსი ობიექტი წლებია აღარ არსებობს და შესაბამისად არც ფუნქციონირებს.

Comment

გორის მუნიციპალიტეტის 126 სოფლიდან მოქმედი ამბულატორია, მხოლოდ 38 სოფელშია. 

Comment

დღევანდელ ბიუროს სხდომაზე კულტურისა და დასვენების პარკის მიმდინარე წლის ხუთთვიან ფინანსურ ანგარიშს წარადგენენ.

Comment

გორის საკრებულოს წევრმა თამარ კოდოშვილმა მეხუთე ქონებრივი დეკლარაცია შეავსო.

Comment

25 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის 30-მდე სოფელი სეტყვამ დააზარალა. მოსახლეობა ზარალის ანაზღუარებას ითხოვს, თუმცა ხელისუფლება ამბობს, რომ სახელმწიფოს მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეუძლია.

Comment

მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 18 ამხანაგობის 22 პროექტი დააფინანსა. თანადაფინანსების წილი პროექტების ღირებულების 90 % - ია.

Comment

გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში მუხლი(05 02) ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახების დახმარება ნული ლარით არის წარმოდგენილი. განსხვავებით გასული წლებისაგან, როდესაც 2017 წელს 24 400ლარი, 2018 წელს კი 28 600 ლარი იყო განსაზღვრული. გასული წლის შესრულების დოკუმენტში წარმოდგენილი თანხა სრულად არის ათვისებული. წელს კი შესაბამისი გრაფა ცარიელია.

Comment