Back to Top
შაბათი, 10 ოქტომბერი 2020 15:36

გორის მერიამ ავტომანქანების ტექნიკური მომსახურებისთვის ტენდერი გამოაცხადა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მის ბალანსზე არსებული ავტომობილების ტექნიკური მომსახურების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა. 

 

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის მერიას სურს ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების შესყიდვა სათადარიგო ნაწილებით, რომლისთვისაც მთელი წლის განმავლობაში 13 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. 

 

პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებად კი 349 874 ლარი განისაზღვრა. 

 

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე ამ დროისთვის, 7 ავტომობილი ირიცხება: 

 

2007 წელს გამოშვებული TOYOTA CAMRY;

2012 წელს გამოშვებული TOYOTA HILUX;

2008 წელს გამოშვებული TOYOTA PRADO; 

2009 წელს გამოშვებული MITSUBISHI L200;

2010 წელს გამოშვებული MITSUBISHI L200;

1998 წელს გამოშვებული MERSEDES CLK; 

2010 წელს გამოშვებული VAZ 2131 NIVA. 

 

"ავტომობილების მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშე. ავტომობილის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი, ორიგინალი სათადარიგო ნაწილით. მიმწოდებლის მიერ შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე ქარხნული გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, შეკეთებულ სათადარიგო ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, გარდა სწრაფ ცვეთადი დეტალებისა კერძოდ, გახურების ნათურები, ანთების სანთლები, გახურების სანთლები, დამცველები, სამუხრუჭე ხუნდები, გადაბმულობის ამყოლი და მიმყოლი რგოლები _ფრიქციონები, ზეთის, კონდიციონერის, ჰაერისა და საწვავის ფილტრები, მინის მრეცხავები, ანთების საკონტაქტო ერთეულები და მტვერდამცავები_პილნიკები და როდესაც დაზიანება გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციით გამოწვეულ დაზიანებებზე, კერძოდ, გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეულ დაზიანებებზე", - ვკითხულობთ დოკუმენტაციაში.

 

სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ტენდერის დასრულების შემდეგ, შერჩეულმა კომპანიამ მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა გასწიოს.

Read 494 times Last modified on კვირა, 11 ოქტომბერი 2020 16:27