Back to Top
ხუთშაბათი, 21 მაისი 2020 15:17

კომპანია, რომელმაც გორში მონიტორები დაამონტაჟა, 'ახალბაღისთვის' ატრაქციონებს შემოიტანს 

ახალ ატრაქციონებს "ახალბაღისთვის" ის კომპანია შემოიტანს, რომელმაც გორში მონიტორები დაამონტაჟა.

 

800 000 ლარად ატრაქციონებს შპს "იმგო" დაამონტაჟებს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან მერია ხელშეკრულებას აფორმებს, რომლის მიხედვით აღებული ვალდებულება კომპანიამ სექტემბრამდე უნდა შეასრულოს.

 

შპს "იმგოატრაქციონებისთვის გამოცხადებულ ტენდერში ერთადერთი მონაწილე იყო. მერიასთან ამ კომპანიამ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სხვა ვალდებულებაც შეასრულა. კერძოდ, 148 320 ლარი ბიუჯეტიდან შპს "იმგო"-მ ორი მონიტორის შესაძენად და ქალაქში დამონტაჟებისთვის მიიღო.

 

ახალ ხელშეკრულებას ატრაქციონების დამონტაჟების შესახებ, აღნიშნულ კომპანიასთან მერია უახლოეს 4 დღეში გააფორმებს.

Read 1341 times Last modified on ხუთშაბათი, 21 მაისი 2020 15:23