Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 13 მაისი 2020 10:45

გორში, 9 აპრილის მემორიალზე კომპოზიციის მოწყობისთვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა

გორში, სამეფო ქუჩაზე მდებარე 9 აპრილის სახელობის მემორიალზე კომპოზიციისა და დაღუპულთა გვარებისა და სახელების ამოტვიფრის ესკიზისა და შესაბამისი საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მოსამზადებლად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.

 

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდის მიხედვით, აღნიშნული ტენდერი გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადა, თუმცა მასში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა.

 

ადგილობრივ ხელისუფლებას სამუშაოებისთვის 1`230 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული.

 

რადიო "მოზაიკას" გორის მერიაში უთხრეს, რომ აღნიშნული მომსახურების შესასყიდად ხელახალ ტენდერს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებენ.

 

 

 

Read 250 times