Back to Top
სამშაბათი, 10 დეკემბერი 2019 12:19

შიდა ქართლის გუბერნიაში გასულ წელთან შედარებით ხელფასებისთვის 61 234 ლარით მეტი იხარჯება

2019 წელს სამხარეო ადმინისტრაციაში შრომის ანაზღაურებისთვის 485 564 ლარი იხარჯება, რაც 61 234 ლარით მეტს შეადგენს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ხელფასებისთვის 424 330 ლარი დაიხარჯა, თუმცა მაშინ გუბერნიაში 4 მოადგილის შტატი იყო დაშვებული. აქედან ერთმა 8 თვე იმუშავა, მეორემ 2 თვე, მესამემ კი 6 თვე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს თანამდებობა სამხარეო ადმინისტრაციაში ვაკანტური იყო.

2019 წლიდან რწმუნებულს მხოლოდ ორი მოადგილე ჰყავდა, მესამე კი მარტის თვეში დანიშნა. გარდა იმისა, რომ გუბერნიის დაფინანსება წელს 5000 ლარით გაიზარდა, რაზეც გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობდა, რომ დამატებითი ბიუჯეტი ხელფასებზე არ აისახებოდა.

გუბერნატორის და მისი მოადგილეების ხელფასები არ შეცვლილა, თუმცა მატება აღინიშნება სხვა შტატიან და შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემულ შრომის ანაზღაურების თანხებში. მაგალითად, თუ გასულ წელს სხვა შტატიანი თანამშრომლებისთვის სულ 226332 ლარი დაიხარჯა წელს ეს თანხა 24 7 ათას ლარს სცდება, ხოლო უშტატო თანამშრომლებისთვის 2018 წელს გახარჯული 44 752 ლარი წელს 59512 ლარამდეა გაზრდილი.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 577 times Last modified on სამშაბათი, 10 დეკემბერი 2019 12:26