ყველაფერი გორში პარკირების ახალი სისტემის შესახებ

ნოემბერი 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორის მუნიციპალიტეტში 1-ლი ოქტომბრიდან პარკირების ახალი სისტემა ამოქმედდა, რომლის თანახმად ქალაქის ტერიტორიაზე პარკირება ფასიანი გახდა.
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების საფასური დადგენილია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №34 დადგენილებით, რომელიც შეადგენს 1 დღე - 1 ლარი. 30 დღე - 10 ლარი. 90 დღე - 15 ლარი . 180 დღე - 25 ლარი. 365 დღე - 40 ლარი.

 
ერთი თვის განმავლობაში, პარკირების სამსახურის მუშაობა მხოლოდ საინფორმაციო კამპანიით შემოიფარგლებოდა. პარკირების ინსპექტორები მძღოლებს აცნობდნენ შესაბამის ინფორმაციას და არიგებდნენ საინფორმაციო ბუკლეტებს.
პარკირების ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ, 1-ლი ნოემბრიდან ჯარიმების სისტემაც ამოქმედდა.
 
გარდა ამისა, ამოქმედდა სპეციალური ვებ-გვერდი -goriparking.ge, სადაც მძღოლებს საშუალება აქვთ გადაამოწმონ პარკირების საშვი და ჯარიმები.
 
 
როგორც ცნობილია, პარკირების საფასურის და ჯარიმის ასევე ტრანსპორტის საჯარიმო ავტოსადგომზე ტრანსპორტირების და სადგომზე შენახვის საფასურის გადახდა შესაძლებელია: ვებგვერდის (goriparking.ge) საშუალებით, ასევე სწრაფი გადახდის აპარატით და ნებისმიერი საბანკო დაწესებულებიდან.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი