ევროპული განათლების აკადემია მსმენელების მიღებას და მათი დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს

ოქტომბერი 30 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ევროპული განათლების აკადემიაში მსმენელების მიღება გრძელდება, "ბი დი სი“ მიმდინარე სეზონზე დაინტერესებულ პირებს გარკვეულ შეღავათებს და სიახლეებს სთავაზობს.

"ევროპული განათლების აკადემია "ბი დი სი" -ს მისიაა უმაღლესი აკადემიური და პროფესიონალური სტანდარტების დამკვიდრება განათლების სფეროში. გამომდინარე იმ პროფესიული სფეროებიდან, რომლებშიც "ბი დი სი" აკადემია საგანმანათლებლო და სხვა სახის პროგრამებს ახორციელებს მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე ჩამოყალიბებული ტრადიციებიდან და ნოვატორული მისწრაფებებიდან, რაც აკადემიის გამორჩეული მახასიათებელია, აკადემიის მიზანია, დაამკვიდროს საქართველოში უმაღლესი და პროფესიული განათლებისა და აკადემიური კვლევის ისეთი დონე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას, პროფესიული ეთიკის დამყარებას და საქართველოს ევროპულ სამყაროში ინტეგრაციას.

არსებობის განმავლობაში ინტერაქტიული საგანმანათლებლო პროგრამების, კვლევებისა და ტრენინგების მეშვეობით "ბი დი სი" აკადემია მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.

ჩვენი საგანმანათლებლო და სერტიფიცირებული პროგრამები სრულად პასუხობს თანამედროვე საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში. აკადემიაში მიმდინარე კვლევითი და საგამომცემლო მუშაობა საზოგადოებისათვის მწვავე საკითხებზე ექსპერტული პოზიციის დაფიქსირების და საჯარო დისკუსიისა და დებატების საშუალებას იძლევა.

მთავარი ფასეულობები ;

- აზრის გამოხატვის თავისუფლება;

- პიროვნების დისკრიმინაციის დაუშვებლობა;

- პროფესიონალიზმი;

- ღირსების კოდექსის განუხრელი დაცვა;

"ბი დი სი" აკადემია არის:

პროგრესისა და თანამედროვე მიღწევების, სიახლეების შემომტანი და განმახორციელებელი - ის გამოირჩევა პროგრესულობით, სიახლეების დანერგვით, წინ უსწრებს ქვეყანაში არსებულ მიდგომებსა და ტენდენციებს.ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში დასავლური განათლების, კულტურისა და ღირებულებების დანერგვაში, რაც გულისხმობს: თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობას, სტაბილურად მაღალი ხარისხის სასწავლო პროცესის უზრუნველყოფას, სტუდენტებისათვის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი უნარების ჩამოყალიბებასა და საჭირო ცოდნის გადაცემას.

 

"ბი დი სი" აკადემიის კურსდამთავრებული მსმენელები საქმდებიან წამყვან პოზიციებზე და ხელს უწყობენ ქვეყანაში პროგრესული იდეების, მიდგომებისა და ტენდენციების განვითარებას. 

სასერთიფიკატო კურსები რომლებსაც ატარებს "ბი დი სი"- ს აკადემია უკვე 13 წელია ესენია:

 

უცხო ენები. ინგლისური, რუსული გერმანული,

ბუღალტერიის სრული კურსი ( თეორია კომპიუტერული პროგრამა "ფინა" , "ორისი", პრაქტიკული ბუღალტერია)

საბანკო საქმე, საფინანსო, საგადახადო საქმე. (სტაჟირება ბანკებსა და მიკრო საფინანსო ორგანიზაციებში.)

ჟურნალისტიკა. მედია მენეჯმენტი ( სტაჟირება ტელევიზიაში)

ოფის მენეჯერი, სტაჟირება სხვა და სხვა ორგანიზაციებში.

კოსმეტოლოგია, ვიზაჟი მაკიაჟი,

მარკეტინგისა და PR - საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები,

კულინარია, სტაჟირება რესტორნებში.

საკონდიტრო საქმე,

მეტყველება,

ტურიზმისა და სასტუმროების მენეჯმენტი .

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, საექთნო. სტაჟირება კლინიკაში.

ფარმაციის მენეჯმენტი და ფარმაცია სტაჟირება აფთიაქებში.

ოპერაციული სისტემები

ინფორმაციული უსაფრთხოება

IT ქსელი

Oracle

მონაცემთა ბაზის დეველოპმენტი

Cisco IT Essentials

CISCO CCNA

პროექტის მართვა

არქიტექტურა დიზაინი.

საოფისე პროგრამები.

ტექნიკური ინგლისური.

კომპიუტერული სისტემები და ქსელები.

 

"ბი დი სი’’ აკადემია მაქსიმალურად ამომწურავ ცოდნას აძლევს დაინტერესებულ პირებს, რაშიც ხელს უწყობს პრაქტიკოსი პედაგოგების მუშაობა. მოკლე და გრძელვადიანი ტრეინინგის პრიორიტეტია –– მინიმალურ დროში მაქსიმალურად საჭირო და გამოყენებადი განათლება მიიღოს მსმენელმა,ცენტრის მიზანია მოამზადოს კადრები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან თანამედროვე დამსაქმებლების გაზრდილი მოთხოვნების პირობებში.

უკმაყოფილო და იმედგაცრუებული მსმენელი არ არსებობდეს. სწავლების მაღალი დონე და პედაგოგების კვალიფიკაცია სავსებით გამორჩეულ კანდიდატებს სთავაზობს დამსაქმებლებს. დევნილთათვის და სოციალურად დაუცველთათვის. შემდეგ აქტივობებს: ადგილობრივი მოხელეების გადამზადების ტრენინგ კურსები, საკონსულტაციო მომსახურება და კვლევა, სტრატეგიული დაგეგმვა და ორგანიზაციული განვითარება, ცნობიერების ამაღლება, საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერება, პროექტების მოზიდვა რეგიონებში მოსახლეობის დასაქმების მიზნით, იძულებით გადაადგილებული პირების დახმარება, რეგიონული ქსელების განმტკიცებას და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

აკადემიის ფილიალი წარმატებით ფუნქციონირებს ასევე გორში. ტრეინინგებზე რეგისტრაციისთვის მსურველები უდნა დაგვიკავშირდნენ:

თბილისი : აღმაშენებლის 172 .

გორი:  გარსევანივილის 3.

/ 593 000 684 / 5(93) 25-25-08

e-mail: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. და www.bdc-center.ge" - განმარტავს ნათია შათირიშვილი.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი