15 თვეა, გორის მერია კანონით განსაზღვრულ ვალდებულებას ვერ/არ ასრულებს

ოქტომბერი 14 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტების გამოვლენა გორის მუნიციპალიტეტში არ ხორციელდება. ეს ვალდებულება ადგილობრივ თვითმმართველობებს შსს-სგან 2018 წლის ივლისში გადაეცა, შესაბამის კანონში ცვლილებების შესვლის შედეგად.

9 წთვის წინ გორის მერი ამბობდა, რომ საამისოდ სპეციალისტები არ ჰყავთ და არც ახალი შტატის დაშვება განიხილებოდა. კოტე თავზარაშვილის განმარტებით, ეს ფუნქცია ზედამხედველობის სამსახურს უნდა შეეთავსებინა, თუმცა აღნიშნული კანონის ძალაში შესვლის მიუხედავად, გორის მერიამ ხმაურის გაკონტროლება 15 თვის განმავლობაში ვერ შეძლო.

რადიო "მოზაიკას" კი ღამის საათებში ხმაურით შეწუხებული მოსახლეობა ყოველდღიურად პრობლემის მოგვარებაში დახმარებას სთხოვს.

რატომ ვერ ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის მერია კანონით დაკისრებულ ვალდებულებას? - ამის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსაურის წარმომადგენელს ვესაუბრეთ. ზვიად ანესაშვილის განმარტებით, აღნიშნული საკითის დასარეგულირებლად მუშაობა ამ დრომდე გრძელდება, რადგან მუნიციპალიტეტმა ეს ფუნქცია-მოვალეობები კანონთან შესაბამისობაში უნდა განსაზღვროს.

"ვმუშაობთ მაგ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი ვარაუდით ამ კონტროლის ამოქმედება ჩვენთვის ძალიან ძნელი იქნება, რადგან ხმაური ძირითადად ღამის საათებშია. საჯარო მოხელეებს კი, რომლებსაც 8 საათიანი გრაფიკი გვაქვს განსაზღვრული და გვიწერია, რომ ჩვენი სამუშაო დრო დილის 9 სთ-დან საღამოს 6-მდეა, როგორ უნდა შევასრულოთ ეს საქმე.  ამ ეტაპზე ეს საკითხი ცოტა რთული განსასაზღვრია. ჩემი აზრით, საპატრულო პოლიციას უფრო მარტივად შეეძლო ამ ფუნქციის შესრულება, რადგან ღამის საათებში ისედაც მორიგეობენ მისი თანამშრომლები. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, როგორ გადაწყდება ადგილობრივ დონეზე ეს საკითხი, თუმცა ის კი ცნობილია, რომ დროსთან ერთად საჯარიმო სანქციებიც იქნება განსაზღვრული. დასაშვები ნორმების გადამეტების შემთხვევებში კი გამოვლინდება ასეთი ფაქტები და მოხდება კონკრეტული პირების დაჯარიმება", - ამბობს ზვიად ანესაშვილი.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი