Print this page

საპიკნიკე ადგილების დეფიციტი გორში

სექტემბერი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: სალომე გოგლიძე

გორელი ახალგაზრდები ქალაქში საპიკნიკე ადგილების სიმცირეზე საუბრუნებ. როგორც ისინი რადიო “მოზაიკასთან” საუბარში ამბობენ, გორს მწვანე ზონები და რეკრეაციული სივრცეები სჭირდება.

ქალაქის ერთ-ერთი მაცხოვრებელი, 14 წლის ნათია კურმაშვილი ამბობს, რომ გორში არ არის სივრცე, სადაც ადამიანები სუფთა გარემოში დროის გატარებას შეძლებენ.

“ქალაქს სჭირდება მეტი გამწვანება. ვფიქრობ, რომ საჭიროა ქალაქ გორში არსებობდეს რამდენიმე რეკრეაციული, საპიკნიკე ზონა, სადაც თავისუფლად შევძლებ ჩემს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად პიკნიკის მოწყობას”, - ამბობს ნათია.

იგივე სურვილი აქვს 13 წლის ანანო ოქრუაშვილსაც.

“ერთადერთი ადგილი, სადაც განტვირთვა და დასვენება შემიძლია კულტურისა და დასვენების პარკი “ახალბაღია”. ამის გარდა პატარა სკვერებიც არის ქალაქში, მაგრამ პიკნიკის მოსაწყობად ვერც ერთი ივარგებ. კარგი იქნება, თუ გორში მეტი გამწვანებული ადგილი იქნება”.

როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ქალაქში საპიკნიკე სივრცეების მოწყობა საჭირო? - ეს კითხვა რამდენიმე მოქალაქეს დავუსვით.

ელინა ღამბაშიძე, 19 წლის:

"არ არის ისეთი ადგილი გორში, სადაც შეიძლება რომ უბრალოდ პიკნიკი მოაწყო. არადა, ამის სურვილი მეც და ბევრ ჩემს ახლობელს აქვს."

ანა ჩალაბაშვილი, 15 წლის:

"ქალაქგარეთ შეიძლება ისეთი სივრცის ნახვა, სადაც სიმწვანე და კარგი ბუნებაა, მაგრამ ასეთი სივრცეები ქალაქშიც საჭიროა."

მარიამ ღამბაშიძე, 20 წლის:

"რა თქმა უნდა, მინდა რომ ქალაქში რეკრეაციული ზონები არსებობდეს. დროის გატარების და განტვირთვის მშვენიერი საშუალება იქნებოდა."

გამოკითხული მოქალაქეების პასუხები თითქმის იდენტურია - მათ სურთ, რომ ქალაქში საპიკნიკე ადგილები არსებობდეს.

მასალა მომზადდა პროექტის "გორელი ახალგაზრდა მოქალაქე ჟურნალისტები დემოკრატიისთვის" ფარგლებში. პროექტს რადიო "მოზაიკა" გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ახორციელებს.