გორისა და გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში მასწავლებელთა 100-ზე მეტი ვაკანსიაა

აგვისტო 23 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორსა და გორის სოფლების სკოლებში მასწავლებლებლობის მსურველთათვის 109 ვაკანსიაა გამოცხადებული. სკოლები პედაგოგებს კონკურსის წესით შეარჩევენ.
რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ მასწავლებლების მსურველებმა და როგორ მოხდება მათი შერჩევა, რადიო “მოზაიკას“ გადაცემაში “თვითმმართველობის დრო“ გორის რესურს-ცენტრის დირექტორმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა ისაუბრა.
“გორსა და გორის რაიონში 100-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული. ამ დროისთვის ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს ატვირთული ვაკანსია, თუ რა თქმა უნდა, რაიმე ტექნიკურმა ხარვეზმა არ შეუშალათ ხელი. პედაგოგობის ყველა მსურველს მინდა მივცე გარანტია იმისა, რომ არც ერთი სკოლა და არც ერთი დირექტორი, არ მოინდომებს მიმდინარე რეფორმის ფონზე, (შეიძლება ამას დავარქვათ რევოლუციური რეფორმა), გააფუჭოს რაიმე სახით, რადგან მასწვლებლობის მსურველს შეუძლია კონკურსში მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულად“, - ამბობს რესურსცენტრის ხელმძღვანელი.
ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, ყველა სკოლაში პედაგოგების მსურველებთან გასაუბრებას სპეციაულურად შექმნილი კომისია ჩაატარებს. მისივე ინფორმაციით, გორის სკოლებში გასაუბრება 1 და 2 სექტემბერს , ხოლო სოფლებში 5 და 6 სექტემბერს ჩატარდება.
“ყველა დირექტორი, რომლის სკოლასაც ვაკანსია უდევს, მოწადინებულია, რომ მის სკოლაში გამოთავისუფლებული საათები შეივსოს ღირსეული, მოტივირებული და კვალიფიცირებული კადრით. სკოლა გასაუბრებისათვის ქმნის ხუთ-კაციან კომისიას და ამ კომისიაში ერთი წევრი აუცილებლად არის გარეშე პირი. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სპეციალისტი, რომელსაც სკოლა მიიწვევს, სხვა სკოლის დირექტორი ან საგნის მასწავლებელი. გარდა ამისა, განათლების სამინისტროს, მასწავლებელთა სახლისა და რესურს-ცენტრის თანამშრომლები შეძლებისდაგვარად შევეცდებით, რომ ყველა სკოლაში დავესწროთ გასაუბრებებს“, - გვითხრა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
მასწავლებლობის მსურველებს დეტალური ინფორმაციის მიღება, თუ როგორ უნდა დარეგისტრიდნენ კონკურსში მონაწილეობისთვის განათლების სამინისტროს ვებგვერდზე შეუძლიათ.
 
 
“მატერიალური სახით სკოლაში შეტანილი განაცხადი არ არის ოფიციალური და არ განიხილავს სკოლა. განაცხადის შეტანა უნდა მოხდეს ელექტრონულად, მხოლოდ pedagogi.ge – ის საშუალებით.“
 
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლებში პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებს, პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში, გარკვეული პრივილეგიები შესთავაზა, როგორიცაა 2 წლის ხელფასის ოდენობა და სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის შენარჩუნება. შეთავაზება საპენსიო ასაკის მქონე პედაგოგების ნაწილმა უკვე მიიღო, რის ხარჯზეც სკოლებში მასწავლებლების მსურველთათვის ვაკანტური ადგილები გაჩნდა. სერთიფიცირებულ და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პენსიონერ პედაგოგებზე ეს შეთავაზება არ ვრცელდება.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი