ტანას ხეობაში 40 ჰექტრამდე ტყე დაიწვა - ფოტოები

აგვისტო 23 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ტანას ხეობაში ამ დრომდე მუშაობენ მეხანძრეები. ცეცხლის ჩაქრობას ცოცხალ ძალასთან ერთად, 3 ვეტრმფრენით ცდილობენ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან ტყის მასივი ამ დრომდე იწვის. ამ ეტაპზე, ხანძარი დაახლოებით 10 - ჰა ფართობზეა გავრცელებული. ვერტმფრენებმა მუშაობა ღამით შეწყვიტეს და დილიდან განაახლეს.

"მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე - მაშველი. პროცესში ჩართული იყო დიდი რაოდენობით სახანძრო-სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა", - უთხრა რადიო "მოზაიკას" მერიის წარმომადგენელმა.

 

საყავრესთან ხანძარი გუშინ, ნაშუადღევს გაჩნდა. თავდაპირველად, ცეცხლი 40 ჰექტარზე გავრცელდა. მეხანძრეები უწყვეტ რეჟიმში ცდილობდნენ ცეცხლის გავრცელების თავიდან აცილებას.

"იმედი მაქვს, რომ მალე მოხდება ხანძრის ჩაქრობა. ამ დროისთვის ხანძარი დაახლოებით 10 - ჰა ფართობზეა გავრცელებული. ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი და კოორდინირებულად მიმდინარეობს მუშაობა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მეხანძრეებთან ერთად ჩაერთვნენ სამუშაოებში. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდეს“, - გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარშვილი.

 

არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. აღსანიშნავია, რომ ამ ტყეში მასშტაბური ხანძარი ორი წლის წინაც იყო. მაშინ ხანძრის ლოკალიზებას რამდენიმე დღე დასჭირდა.

.

 

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი