სკოლის სველი წერტილები, როგორც ანტისანიტარიის კერა

აგვისტო 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: გვანცა კაპოიანი

გორის მუნიციპალიტეტში არაერთი სკოლაა ისეთი, სადაც სველი წერტილები მოუწესრიგებელია. არის სკოლები, სადაც საპირფარეშოები შენობის გარეთ არის მოწყობილი.

უსიამოვნო სუნი, ანტისანიტარია, წყლის დეფიციტი - ასეთი ვითარებაა გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლაში.

“სკოლაში მოუწესრიგებელი საპირფარეშოები, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემაა. ჩვენთან, მინიმუმ 200 ბავშვს მაინც უწევს მისი გამოყენება და უწევთ ბინძურ და აუტანელ გარემოში ყოფნა”, - ამბობს 15 წლის ლიკა.

“ჩვენთან საპირფარეშოებს ნორმალური კარიც კი არ აქვს, რაც ძალიან დიდ დისკომპორტს გვიქმნის. ამასთან ერთად, სკოლაში არ არის წყალი და იმის საშუალება, რომ ხელი დაიბანო”, - ამბობს 14 წლის მოსწავლე.

გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში არსებულ პრობლემებზე გორის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელიც საუბრობს. ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, 2020 წლისთვის, სველი წერტილები მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში მოწესრიგდება.

"სველი წერტილბის მოწესრიგება ზემო ხვითში და შავშვებში მიმდინარებს. როგორც ვიცი, კირბალის სკოლაშიც ხელშეკრულება დადებულია, მაგრამ სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. ახრისშიც მიმიდინარეობს რეაბილიტაცია. სწავლის დაწყებამდე აღნიშნულ სკოლებში სამუშაოები დასრულდება", - თქვა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

იუნისეფის 2013 წლის კვლევის თანახმად, საჯარო სკოლების 26%-ში არ არის ე.წ. სანიტარული კვანძები. ქალაქის სკოლების 12%-ში და სოფლის სკოლების 23%-ში ტუალეტის ჯიხურები ან ნაწილობრივ ფუნქციონირებს ან/და არ ფუნქციონირებს. კვლევის მონაცემებით, ყოველ მეათე საჯარო სკოლაში ფუნქციონირებადი ხელსაბანი არ არის. კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომ სკოლებს წყალმომარაგების და სანიტარიის კუთხით აქვთ სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსწავლეებში ძალიან დაბალია სანიტარული ნორმების შესახებ ცოდნა.

რაც შეეხება განახლებულ ინფორმაციას, 2018 წელს გაეროს ბავშვთა ფონდისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ერთობლივი გლობალური ანგარიში - „სასმელი წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლებში“ გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საჯარო სკოლების 26%-ში არ არის სუფთა სასმელი წყალი, აგრეთვე 26%-ში საერთოდ არ არის საპირფარეშოები, 40%-ში არ არის დაცული სანიტარული პირობები, 88%-ში არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები. გამოკვლეული სკოლების 27%-ში საერთოდ არ არის ხელსაბანი.

 

მასალა მომზადდა პროექტის "გორელი ახალგაზრდა მოქალაქე ჟურნალისტები დემოკრატიისთვის" ფარგლებში. პროექტს რადიო "მოზაიკა" გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ახორციელებს. 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი