გენდერული სტერეოტიპები - დისკრიმინაციის იარაღი გორის სკოლებში

აგვისტო 13 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნიცა ოქრუაშვილი

გორელი გოგო, მ.ა, რომელმაც სახელის და გვარის გასაჯაროება არ ისურვა, დღეს 16 წლის არის. მან საკუთარ თავზე გამოსცადა საზოგადოებაში დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპებით გამოწვეული დისკრიმინაცია, როგორც ოჯახში, ასევე სკოლასა და სამეგობროში. მ.ა. ოჯახში მე-3 შვილია, ორი ბიჭის შემდეგ.

„როცა მამამ და ბაბუამ გაიგოეს რომ მე უნდა გავჩენილიყავი, დედაჩემი ზიზღის ობიექტად აქციეს იმის გამო, რომ გოგო არ უნდოდათ. ჩემი დაბადების შემდეგ დაიწყო დაცინვა ჩემი ძმების მხრიდან, რომ მე ერთი სულელი, სუსტი ქალი გავიზრდებოდი, რომელიც ადრეულ ასაკში უნდა გათხოვილიყო და ქმრის მონად ქცეულიყო. მე ასე არ ვფიქრობ, რატომ არ შეიძლება წარმატებული ვიყო?“

მ.ა. ერთადერთი გოგო არ არის, ვინც ამ კითხვას საკუთარ თავს და საზოგადოებას უსვამს. გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია მისი ჩასახვიდან დაიწყო და დაბადების შემდეგაც გაგრძელდა. იმის გამო, რომ ფემინურობით არ გამოირჩეოდა, ოჯახმა და გარშემომყოფებმა მის სექსუალურ ორიენტაციაში შეიტანეს ეჭვი.

„როცა პატარა ვიყავი და ჩემი ასაკის გოგოებს ვეკითხებოდი, რა უნდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები-მეთქი, ისინი მპასუხობდნენ, რომ მათ ბალერინობა ან პრინცესობა უნდოდათ, ხოლო მე რასაც ჩემს ძმებს ვუყურებდი, მინდოდა ჯარისკაცი ან პოლიციელი ვყოფილიყავი. როცა ეს ჩემს ოჯახში განვაცხადე, უფრო და უფრო ეჭვის თვალით დაიწყეს ყურება და ჩემს ორიენტაციაშიც კი შეეპარათ ეჭვი. მე ვამბობ, რომ არ ვარ განსხვავებული ორიენტაციის. ვფიქრობ, რომ ჩემს არჩევანზე იმ გარემომ იმოქმედა, რომელშიც მე ვიზრდებოდი“.

მ.ა. გვთხოვს, რომ სახელი და გვარი არ დავწეროთ, რადგან ზუსტად იცის, რომ მის მიმართ დისკრიმინაცია კიდევ უფრო გახშირდება. ის თვლის, რომ სკოლა კიდევ უფრო ხელს უწყობს გენდერული სტერეოტიპების გამყარებას და ამ მიმართულებით დისკრიმინაციული განწყობების გამძაფრებას.

„სკოლაში მისვლის შემდეგ, კვლავ აღმოვჩნდი მასწავლებლების მხრიდან შევიწროვების ობიექტი, რადგან ჩემი თანატოლი გოგოებისგან განსხვავებით, ტექნიკური საგნების ნიჭი აღმომაჩნდა. ამას ასეთი რეპლიკები მოჰყვა, რომ ჩემი საქმე სულაც არ იყო ფიზიკის მექანიზმების აწყობა, როცა მე ასე ძალიან მაინტერესებდა. ეს ყველაფერი საშინლად მიკლავდა გულს. ბაბუას გარდაცვალების შემდეგ მან დატოვა ანდერძი, სადაც მის მთელ ქონებას ორ შვილიშვილს დაუტოვა და მე დავრჩი იმის იმედათ, რომ მე ვინმე მაინც დამიჭერდა მხარს. როცა სკოლაში ვთქვი ამ ამბის შესახებ, აქეთ მე გამომიყვანეს დამნაშავე განსაკუთრებით ქალმა მასწავლებლებმა, რომ მე მაინც გავთხოვდები და ჩემი წილი ჩემი ძმებისთვის უნდა დამეთმო. მე ასე ნამდვილად არ ვაპირებ გავიზრდები და ყველას დავუმტკიცებ, ვინც არ უნდა იყოს, რომ ჩვენ ქალებს, კაცებზე ბევრად მეტი შეგვიძლია და შევცვლლით საზოგადოებას, სადაც უპირატესობა მხოლოდ მამაკაცს აქვს!“ - ამბობს მ.ა.

გენდერული სტერეოტიპების საკითხს ეხმაურება ერთ-ერთი სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი მარიამ მურადელი. მისი აზრით, ამ პრობლემის მოგვარება სკოლიდან უნდა დაიწყოს.

„საჭიროა სკოლებში ტარდებოდის ტრენინგები გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ამით სკოლებში თავს ავარიდებთ გარკვეული ნიშნით გასხვავებული თვისებების ჩაგვრას“, - აცხადებს მარიამ მურადელი.

ამავეს ფიქრობს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის მშობელი ნინო ხარაულიც.

„გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაში სკოლას განსაკუთრებულად დიდი როლი უკავია დაწყებითი კლასებიდანვე გოგონებიც და ვაჟებიც ერთნაირად უნდა იყვნენ ჩართულები სხვადასხვა აქტივობებში. საწყისი ეტაპიდანვე გენდერული გათანაბრება შენდგომში ჩვეულებად და კულტურის გამოხატვად უნდა ჩამოუყალიბდეთ“, - ამბობს ნინო ხარაული.

სკოლა-თამარიონის დირექტორი თამარ უთნელიშვილი აღნიშნავს, რომ ყველაზედიდიდოზითგენდერულიუთანასწორობაგანათლებისსისტემაშიშეიმჩნევა.

„საკმაოდაა შესამჩნევი გენდერული სტერეოტიპები მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის დამოკიდებულებაში. მაგალითად, ხშირად ვხვდებით ასეთ მიმართვებს: " გოგო ხარ, არ გრცხვენია, რომ არ სწავლობ?" თითქოს ბიჭისთვის არსწავლა სირცხვილი არ იყოს! ან "რა ბიჭივით ხმამაღლა იცინი!" , ან "ხმამაღლა მითხარი, ომახიანად, რა გოგოსავით ინაზები?!". ბიჭის მისამართით ნათქვამი სალანძღავი სიტყვა: "ქალო, ქალო" ხომ ყველანაირ საზღვრებს სცდება“, - ამბობს თამარ უთნელიშვილი.

როგორც ვხედავთ, დღესდღეობით, გენდერული უთანასწორობა საკმაოდ აქტუალური თემაა. ამ თემას ვერსად გაექცევი, ვერც საბავშვო ბაღში, ვერც სკოლებში და სამსახურებში.

 

 

მასალა მომზადდა პროექტის "გორელი ახალგაზრდა მოქალაქე ჟურნალისტები დემოკრატიისთვის" ფარგლებში. პროექტს რადიო "მოზაიკა" გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ახორციელებს. 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი