გორის მერიის შიდა აუდიტის 6-თვიანი ანგარიში და გამოვლენილი ხარვეზები

აგვისტო 12 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ა(ა)იპ - ის წლიური სამუშაო გეგმა გაიწეროს სრულყოფილად - შეტანილი იქნას ყველა საქმიანობა, ღონისძიება, და აქტივობა, რომელსაც ორგანიზაცია ახორციელებს. კანონთან შესაბამისობაში იქნას მოყვანილი შრომითი ხელშეკრულებები. თანამშრომლები დაინიშნონ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად", - ეს იმ შენიშვნების არასრული ჩამონათვალია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურმა 6-თვიან ანგარიშში ასახა.

ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულმა სამსახურმა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური, სკოლამდელი აღზრდის სააგენტო, კეთილმოწყობის სააგენტო და კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოები შეამოწმა.
შემოწმების შედეგად გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა.

"მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმის არქონა, რომელიც ართულებს ორგანიზაციის საქმიანობის მონიტორინგს და რისკების პრევენციას.

თანამშრომელთა პირადი საქმეების მოუწესრიგებლობა, იწვევს საკადრო პოლიტიკის უგულებელყოფას. დაგეგმილ ღონისძიებათა არასრულყოფილად წარმოდგენილი ანგარიშები გაწეული საქმიანობის შესახებ.

სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურში სოციალური დახმარების მსურველთა მიერ არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაცია პროგრამით განსაზღვრული გასაცემი დახმარების დარღვევით გაცემის წინაპირობაა.

საჭირო საინფორმაციო ელექტრონული ბაზების არქონამ, შეიძლება შეაფერხოს ა(ა)იპ-ის განვითარება და საქმიანობა", - ნათქვამია ანგარიშში.

შიდა აუდიტის მონიტორინგის შედეგად გარკვეული დარღვევები გამოვლინდა სააგენტოების მიერ ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებითაც.


"ა(ა)იპ - მა თანხების ანაზღაურება მოახდინოს მხოლოდ მოწოდებული მომსახურების შემდეგ და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში. დაწესდეს კონტროლი საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული თანხების ხარჯვასა და ათვისებაზე", - წერია ანგარიშში.


ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ შიდა აუდიტის მიერ შემოწმებულმა სამსახურმა ხარვეზების გამოსწორება დაიწყო. გაუმჯობესდა ანგარიშებისა და შიდა კონტროლის მექანიზმები.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი