ხმაური საკრებულოს სხდომაზე - დეპუტატებმა 16 საკითხი განიხილეს 

აგვისტო 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ხმაურით წარიმართა.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გიორგი კანდელაკისთვის, ღია კაფის ტერიტორიისთვის გამოყოფილი ტერიტორიის იჯარის ხელშეკრულების გაგრძელების საკითხს მოჰყვა. დამოუკიდებელმა დეპუტატმა ირმა ამბარდნიშვილმა ბიზნესმენისთვის იჯარის ხელშეკრულების გაგრძელება გააპროტესტა. 

"რატომ უგრძელებთ ხელშეკრულებას, თანაც აღნიშნულ ტერიტორიაზე კანონის დარღვევით აქვს დადგმული ის კონსტრუქცია, რომელიც ღია კაფეს ემსახურება. ხელშეკრულებაში მითითებული აქვს მსუბუქი კონსტრუქცია, რაშიც უბრალოდ ქოლგა და სკამები იგულისხმება, მას კი კოტეჯის ტიპის შენობა აქვს ჩადგმული. ან თუ უგრძელებთ, ყოველთვიური იჯარის თანხა მაინც გაუზარდეთ,სირცხვილია თვეში 150 ლარად აძლევთ მაგ ტერიტორიას, თითქოს უჭირდეს და საშუალება არ ჰქონდეს", - განაცხადა ამბარდნიშვილმა

აღნიშნულ საკითხს მხარი არც ფრაქციის "ძლიერი გორი" წევრებმა დაუჭირეს, თუმცა დეპუტატების პოზიციებს საკრებულოს დანარჩენი წევრები არ დაეთანხმნენ და გიორგი კანდელაკისთვის იჯარის ხელშეკრულების გაგრძელებას 5 წლის ვადით მხარი დაუჭირეს. 

 

ამავე თემაზე: გიორგი კანდელაკი მერიას იჯარის ხელშეკრულების გაგრძელებას 5 წლით სთხოვს

 

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 16 საკითხი განიხილეს, დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხს, რიგგარეშედ 2 საკითხი დაემატა. 

ერთ-ერთი საკითხი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ლევიტანას დაწყებითი სკოლისთვის, სოფელში არსებული უფუნქციოდ დარჩენილი, რიტუალების სახლის სარგებლობაში გადაცემას ეხებოდა. დეპუტატებმა აღნიშნულ განკარგულებას მხარი ერთხმად დაუჭირეს. 

 

ამავე თემაზე: ლევიტანას სკოლა ფუნქციონირებას რიტუალების სახლის შენობაში გააგრძელებს

 

განსახილველი ასევე მოისმინეს და დადებითად შეაფასეს გორის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა განყოფილებების ანგარიშები. ანგარიში წარმოადგინა მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილებამაც ,რომელიც 2018 წლის სექტემბრიდან დღემდე გაწეულ საქმიანობას მოიცავდა. 

 

ამავე თემაზე : გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ერთ წელში 7 კომპანია დააჯარიმა 

 

საკრებულოს დღევანდელ სხდომას 38 საკრებულოს წევრი ესწრებოდა. მათმა უმრავლესობამ 12 საკითხს მხარი დაუჭირა, 3 საკითხი (მერიის სხვადასხვა განყოფილებების ანგარიშები) დადებითად შეაფასა, ხოლო 1 საკითხზე (მოსახლეობის სარწყავი წყლით უზრუნველყოფა) ინფორმაცია მოისმინა. 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი