11 წელი ომიდან - მოგონებები ოკუპაციის მუზეუმში

აგვისტო 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, ოკუპაციის მუზეუმში აგვისტოს ომის ამსახველი ვიდეო კოლაჟი აჩვენეს. შემდეგ კი - მოხსენებები იმ ადამიანებმა გააკეთეს, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ საომარ მოქმედებებს 2008 წლის აგვისტოში ან 11 წლის წინანდელი პერიოდის შედეგად დაზარალებულებთან მუშაობა მოუწია.

პირველი მომხსენებელი ლელა მაზმიშვილი იყო, რომელმაც დამსწრე აუდიტორიას ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი სახლის გასაღებზე უამბო. მისი განმარტებით, ეს ნივთი ერთგვარი რელიქვიაა, რომელიც უკან დაბრუნების იმედს არ უკარგავს.ეს გასაღები კი როგორც მან აღნიშნა ტერიტორიების დაბრუნებამდე ოკუპაციის მუზეუმში დარჩება.

მის შემდეგ 2008 წელი ერგნეთში მცხოვრებმა ლია ჩლაჩიძემ გაიხსენა. მისი ისტორია ცხინვალელი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრისთვის სამედიცინო დახმარების თხოვნა იყო, რისი გაკეთებაც მას სწორედ ომის პერიოდში მოუწია. მისი დახმარებით, მგლისგან დაგლეჯილი პაციენტი ჯერ ჰოსპიტალში, შემდეგ კი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, მისი გარდაცვალების შესახებ კი საომარი მოქმედებების შემდეგ შეიტყო.

დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო ჟურნალისტი ნინო დალაქიშვილი. მან ის ბარიერები გაიხსენა, რასაც მედიის წარმომადგენლები ომის გაშუქებისას გორში ხვდებოდნენ.

აგვისტოს ომის შედეგებზე ისაუბრა ნიქოზელმა ნიკოლოზ ძამუკაშვილმა. ის დღეს იმ ამბოლატორიას ხელმძღვანელობს რომელიც სწორედ ომის დროს დაიბომბა. მან ასევე იმ პროექტების მნიშვნელობაც გაუზიარა შეკრებილ საზოგადოებას, რაც ქართველი და ოსი პაციენტებისთვის სწორედ ნიქოზის ამბულატორიის მონაწილეობით განხორციელდა.

ჰიბრიდული ომის შედეგებსა და სტატისტიკაზე კი ინფორმაცია სოსო მეზვრიშვილმა გააჟღერა დღევანდელ შეხვედრაზე და აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში განვითარებული პროცესების შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო საზოგადოებას.

შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო, სადაც ნდობის მშენებლობასა და ურთიერთობების აღდგენაზე მოსაზრებების გამოთქმას დაეთმო.

შეხვედრა გორის ოკუპაციის მუზეუმში 2 საათს გაგრძელდა და ის მეგობრობის ხიდი "ქართლოსის" ორგანიზებით ჩატარდა.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი