რა მდგომარეობაა გორის სკოლების ბუფეტებში? - მოსწავლეთა შეფასებები

აგვისტო 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
ავტორი: ნათია გოგალაძე
 
რა ვითარებაა გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში არსებულ კვების ობიექტებში, არის თუ არა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცული და როგორ ემსახურებიან ბუფეტებში მოსწავლეებს?
მოსწავლეების ნაწილი სკოლის ბუფეტში არსებული მდგომარეობით კმაყოფილია.
“ჩემი სკოლის ბუფეტში არის მრავალფეროვანი საკვები. ფუნთუშები, ღვეზელები, ტკბილეული, ასევე ნატურალური წვენები და წყალი. ბუფეტი ყველანაირად აკმაყოფილებს ჩემს სანდარტებს. ძალიან მყუდრო, თბილი და პოზიტიური გარემოა, რაც ჩემვის ყველაზე მნიშვნელოვანია. იმის და მიუხედავად, რომ ორი ცვლაა და ყოველ დასვენებაზე ბავშვების რაოდენობაც ბევრია, მაინც ახერხებელ ღიმილიანი სახეებით მომსახურებას. ბუფეტში ასევე არის დეზობარიერი, საკვები მზადდება ჰიგიენურად და მოწამვლის ფაქტსაც არ ქონია ადგილი“, - ამბობს 16 წლის თათუკა ჯანეზაშვილი.
სკოლის ბუფეტში არსებული მდგომარეობით კმაყოფილია 16 წლის სოლომონ ორჯონიკიძეც. თუმცა ამბობს, რომ იმ რაოდენობის მოსწავლეებისთვის, რამდენიც სკოლის ბუფეტში იყრის თავს, დამზადებული საკვები არასაკმარისია.
“ჩემი სკოლის ბუფეტის საკვებს ძირითადად შეადგენს ცომეული, ასევე გვაქვს ქარხნული ფუნთუშები და სხვადასხვა გამაგრილებელი სასმელი. ბუფეტით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მთავარი არ არის მხოლოდ რამდენიმე მოსწავლის დაკმაყოფილება. ჩემი მეგობრები ხშირად დარჩენილან საკვების გარეშე ნახევარი დღის განმავლობაში. სანიტარულ პირობებს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ნორმალური სიტუაციაა ამ მხრივ“, - გვითხრა სოლომონმა.
 
სკოლაში, სადაც 16 წლის გიორგი ორაშვილი სწავლობს, ბუფეტში სანიტარული ნორმების პრობლემაა. როგორც გიორგი ამბობს, მისი სკოლის ბუფეტში მომზადებული საკკვები უგემურია და არც სისუფთავის დაცვით მზადდება.
“ბუფეტის საკვები ჩემთვის არადამაკმაყოფილებელია, რადგან საკვები ჩემთვის არის უგემური და არახარისხიანი. მოწამვლის შანსი დიდია, რადგან საკვებში ბევრჯერ აღმოუჩენიათ თმის ნაწილი. სანიტარული პრობლემებიც გვაქვს ბუფეტში. ხელთათმანს არ იყენებს მომსახურე პერსონალი, ასევე ხშირად შემინიშნავს მწერები, რომელებიც საკვებს ეხებიან და შემდეგ იმ საკვებს ყიდიან“, - ამბობს გიორგი.
 
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორის სკოლების ბუფეტები მიმდინარე წელს, სასწავლო პროცესის დასრულებამდე შეამოწმა, თუმცა დარღვევები ვერ აღმოაჩინა.
 
 
მასალა მომზადდა პროექტის "გორელი ახალგაზრდა მოქალაქე ჟურნალისტები დემოკრატიისთვის" ფარგლებში. პროექტს რადიო "მოზაიკა" გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ახორციელებს. 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი