სველი წერტილების პრობლემა მე-6 სკოლაში - რას გეგმავს გორის მერია

ივნისი 26 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორის მე-6 საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია.
სკოლის ხელმძღვანელი რადიო “მოზიაკასთან“ ამბობს, რომ სველი წერტილების პრობლემასთან ერთად, სპორტულ დარბაზის გარემონტების საჭიროებაცაა.
“ჩვენს სკოლაში სამი სველი წერტილის მოწესრიგება და სპორტული დარბაზის რემონტია აუცილებელი. ერთი სველი წერტილი გასულ წელს ჩვენი სახსრებით მოვაწერიგეთ. რაც შეეხება დარბაზს, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. სამინისტროს მიერ იყო გამოცხადებული ტენდერი, მაგრამ რატომღაც ვერ მოხერხდა გარემონტება“, - გვითხრა მაკა ნუცუბიძემ.
გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, მე-6 სკოლაში სველი წერტილებისა და სპორტიული დარბაზის მოწესრიგება მიმდინარე წელს იგეგმება.
“უახლოს პერიოდში იგეგმება ტენდერის გამოცხადება სკოლის სველი წერტილებისა და სპორტული დარბაზის რეაბილიტაციისთვის. ზუსტი დრო ჩემთვის ცნობილი არ არის, ტენდერის გამოცხადება გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრეროგატივაა“, - გვითხრა ნანა ტერმაკოზაშვილმა
მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალატიტეტის მერიას რამდენიმე სკოლის რემონტი აქვს დაგეგმილი. ამ დროისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, ტენდერი მე-10 და მე-12 საჯარო სკოლებში სველი წერტილების მოსაწყობად გამოაცხადა.
 
 
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი