"უმალი" - თევზის ყველაზე დიდი გადამამუშავებელი საწარმო ამიერკავკასიაში

ივნისი 19 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

კომპანია "უმალი" 2017 წელს გაიხსნა. ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თევზის გადამამუშავებელი საწარმო ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისში მდებარეობს. გახსნიდან მალევე "უმალის" პროდუქცია ბრენდული გახდა. სალათები, კონსერვები, შებოლილი და გამომშრალი თევზი, პრესერვი, ხინკალი, კატლეტი - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროდუქციიდან, რომელსაც "უმალი" აწარმოებს.

თევზის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა ნაწილობრივ სახელმწიფომ დააფინანსა. კომპანიში 2 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული. სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში, კომპანიას წელიწადში 150 ტონაზე მეტი ნედლეულის გადამუშავება შეუძლია. "უმალი" მუშაობს როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ ნედლეულზე.

umali umaliii

"უმალის" მთავარი პრიორიტეტი მის მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხია. გადასამუშავებელ ნედლეულს ლაბორატორიულად მუდმივად ამოწმებენ.

კომპანიას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. "უმალმა" უკვე მიიღო ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატები და უახლოეს პერიოდში პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.

კომპანიის მენეჯმენტს ერთი მნიშნელოვანი პრობლემა აქვს. გზა, რომლითაც კომპანია ცენტრალურ მაგისტრალს უკავშირდება, ამორტიზებულია და სატვირთო ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ. კომპანია ხელისუფლების ნებართვას ელოდება, რათა მაგისტრალამდე დამაკავშირებელი გზა თავად მოაწყოს.

"უმალი" საკუთარი ბრენდული მაღაზიების გახსნასაც აპირებს. მანამდე კი კომპანია საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით ყველა ბიზნეს გამოფენაში იღებს მონაწილეობას.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი