გორი, 26 მაისი, 2019 წელი - სრული ინფორმაცია

მაისი 27 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

101 წელი გავიდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან, 28 წელი კი - დამოუკიდებლობის აღდგენიდან. 26 მაისს საქართველოსთვის ორმაგი დატვირთვა აქვს.

ღონისძიებები ომგამოვლილ ქალაქში 12 საათიდან დაიწყო.

ქალაქის ცენტრში სამხედრო ჯავშან-ტექნიკის დათვალიერება დილიდან შეგეძლოთ. 

მოედანზე მოწყობილი გამოფენები და ექსპოზიციები საშუალებას მოგცემდათ ერთად გაგევლოთ საქართველოს 101 წლიანი გზა - პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან დღემდე.

სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ არტ-კაფე „მანდილოსანში“ თქვენი მასპინძლები გაცოცხლებული ისტორიულ გმირები იქნებოდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ გოგებაშვილი მარო მაყაშვილი, გიორგი მაზნიაშვილი და სხვები.

მანდილოსანიიი

არტ-კაფეს „მანდილოსანი“ შემთხვევით არ დაერქვა. გორში 1913 წელს შეიქმნა ქალთა პირველი მოძრაობა, საზოგადოება „მანდილოსანი“. საზოგადოების დამაარსებლები ანა ამილახვარი, ანასტასია ერისთავი-ხოშტარია, ოლღა გოგლაჩიძე, თინათინ ჯავროვი, ანა მაისურაძე, მარიამ ელიოზაშვილი, ქეთევან ჯავახიშვილი, ანასტასია კაპანაძე და სხვები იყვნენ. მათი მიზანი გორში მცხოვრები გაჭირვებული ქალების დახმარება იყო.

ვინაიდან, ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იუსტიციის სამინისტრო იყო, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული პასპორტის ისტორიას - 1918 წლიდან დღემდე. სპეციალურად მოწყობილ „საპასპორტო თაღში“ გამოფენილი იყო სხვადასხვა დროის ქართული პასპორტები.

გორის მთავარი მოედანი ერთი დღით უზარმაზარ იმიტირებულ აეროპორტად გადაიქცა. ვიზალიბერალიზაციის პავილიონის სტუმრებმა გაიგეს დეტალები უვიზო მიმოსვლის შესახებ, გაიარეს „საპასპორტო კონტროლი“, „ჩასხდნენ თვითმფრინავში“, „დაელოდნენ ბარგს“, თავად არჩევდნენ მოგზაურობისთვის სასურველ ქალაქს ევროპის რუკაზე, ისარგებლეს მემოგრამით და „გადაიღეს“ ფოტო საყვარელი ქალაქის ფონზე.

პასპოოოოო

ცალკე ყურადღებას იმსახურებს ღია კინოთეატრი დეკორატიული კინოფირის ფორმატში, სადაც მთელი დღის განმავლობაში, პერიოდულად ეკრანზე გადიოდა იუსტიციის არქივის მიერ აღდგენილი ანიმაციური და დოკუმენტური ფილმები. კინოთეატრის ზონაში წარმოდგენილი იყო ეროვნული არქივის ფოტოგამოფენა.

გარდა ამისა, მოეწყო მებაღეობისა და ხელნაკეთი ნივთების ფესტივალი, სადაც გორელებსა და ქალაქის სტუმრებს ყველის ასორტის, ჩირეულის, თაფლისა და სხვადასხვა სახეობის ღვინის როგორც დეგუსტაცია, ასევე შეძენა შეეძლოთ.

წვიმიანი და ქარიანი ამინდის მიუხედავად, სადღესასწაულო განწყობა გორში მაინც შენარჩუნდა. ზუსტად, 17 საათსა და 10 წუთზე, გორში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში ჰიმნი შესრულდა. გორის ქალთა კაპელის მიერ შესრულებული ჰიმნი ჟესტების ენის თანხლებით აჟღერდა.

ჰიმნიიიიკოოოო

დღე გალა კონცერტმა დაასრულა, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, სოფო ბედია, შვიდკაცა და ჯგუფი „არა“ იღებდნენ.

 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი