ოპოზიიციის კრიტიკას "ქართული ოცნების" გორის ორგანიზაციაში საარჩევნო ოქმებით უპასუხეს

მაისი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ქართული ოცნების" გორის ორგანიზაციიდან ენმ - ის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურებიან. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ვასილისა ჯაბახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც გორელი ჩინოვნიკები იმყოფებოდნენ, მმართველი გუნდის კანდიდატმა ყველგან წააგო.

რადიო "მოზაიკა" დაინტერესდა, რამდენად შეეფერებოდა რეალობას ის პოზიციები, რომლებიც გუშინ ენმ - სა და ქართული ოცნების გორის ორგანიზაციებში გაჟღერდა. აღმოჩნდა, რომ ცესკოს ოფიციალურ ვებ - გვერდზე გამოქვეყნებული შედეგების ოქმებით, მმართველი გუნდის კანდიდატი იმ უბნებზე ლიდერობს, სადაც მისი გორელი თანაგუნდელები არჩევნებს აკვირდებოდნენ. კერძოდ, ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე მიხეილ გოგინაშვილი ზუგდიდის #67 ოლქში #38, #39 საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდა. პირველ მათგანში 1100 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან სანდრა რულოვსმა 203 ხმა მიიღო გიორგი შენგელიამ კი 235 ხმა, მეორე შემთხვევაში 500 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან ენმ - ის კანდიდატმა 124 , ქართული ოცნების კანდიდატმა 168 ხმა მიიღო.

არჩევნებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მარლენ ნადირაძე ზუგდიდის #59- ე და #60 უბნებს აკვირდებოდა. პირველ მათგანში 1350 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან სანდრა რულოვსმა მიიღო 340 ხმა, 345 - გიორგი შენგელიამ. მე - 60 უბანზე კი, სადაც 1300 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მმართველი გუნდის კანდიდატმა 312 ხმა , ენმ - ის კანდიდატმა 267 ხმა მოიპოვა.

გორიდან ზუგდიდიში გამართულ არჩევნებს "ქართული ოცნების" კიდევ ერთი წარმომადგენელი აკვირდებოდა. გელა კაპანაძე #75 საარჩევო უბანზე იმყოფებოდა, სადაც 774 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან სანდრა რულოვსმა 292, გიორგი შენგელიამ 449 ხმა მოიპოვა.

რაც შეეხება ოპოზიციას, მისი წარმომადგენლები გორიდან მე - 100 და 64 - ე უბნებზე იმყოფებოდნენ. ორივე მათგანზე ხმების უმრავლესობა ენმ - ის კანდიდატმა მოიპოვა. 64 -ე უბანზე 1250 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან რულოვსმა 249 , შენგელიამ კი 221 ხმა მიიღო. მე - 100 უბანზე კი, სადაც 1150 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, სანდრა რულოვსმა 338 ხმა მიიღო, მმართველი გუნდის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ კი - 197.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი