ურთიერთბრალდებები საკრებულოში - რატომ ადანაშაულებენ დეპუტატს 2 ხელფასის აღებაში

მაისი 10 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საკრებულოს დღევანდელი სხდომა ურთიერთბრალდებებით დაიწყო. დეპუტატმა მმართველი პარტიიდან, მანუჩარ ლაფაჩმა ოპოზიციის წარმომადგენლები დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. 

მას შემდეგ, რაც გორის საკრებულოს დეპუტატი ორი ხელფასის აღებაში დაადანაშაულეს, ადრესატმა ბრალდების დოკუმენტებით დამტკიცება მოითხოვა. ფრაქცია "ძლიერი გორის" წარმომადგენლების განცხადებით, მანუჩარ ლაფაჩი ხელფასს არამარტო გორის საკრებულოდან, არამედ მუნიციპალური ა(ა)იპ - დანაც იღებს. სხდომის დასრულების შემდეგ კი კამათმა სოციალურ ქსელში გადაინაცვლა 

"იცნობდეთ მანუჩარ ლაფაჩს "ქართული ოცნებიდან", რომელიც საკრებულოში, წელიწადში იღებს 4800 ლარს და ამავდროულად კიდევ მეორე ხელფასს იღებს სპორტის ა(ა)იპ - ში, რომელიც წელიწადში 6000 ლარზე მეტია", - წერია პარტიის ფეისბუკ გვერდზე.

ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს საკრებულოს დეპუტატი. მისი თქმით, ის მუნიციპალურ ა(ა)იპ - ში 2017 წლამდე მუშაობდა, თუმცა მისივე თქმით, ამით კანონს არ არღვევდა.

"ინფორმაცია არ არის დადასტურებული, ტყუილად ლაპარაკობენ. ტყუილების ლაპარაკს კი არავის არ ვურჩევ. გარკვეულ ეტაპზე დაემთხვა , რომ საკრებულოდანაც ვიღებდი ხარჯის ფულს 400 ლარის ოდენობით და სპორტის ა(ა)იპ - შიც მქონდა ხელფასი.

მე ამის უფლება მქონდა და კანონი არ დამირღვევია. რაც შეეხება რიცხვებს, საკრებულოს წევრის ხარჯის თანხა წელიწადში ნამდვილად შეადგენს 4800 ლარს, მაგრამ სპორტის ა(ა)იპ - ში 2017 წლის რეორგანიზაციის შემდეგ, 320 ლარი მქონდა ხელფასი და წელიწადში არა 6000 ლარი, არამედ 3840 ლარი გამომდიოდა", - აღნიშნა მანუჩარ ლაფაჩმა.

ოპოზიცია კი ირწმუნება, რომ განცხადებები საჯარო ინფორმაციის ძირეულად შესწავლის შემდეგ გააკეთეს და ის მონაცემები გაავრცელეს, რაც გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში მერიასა და საკრებულოს ჰქონდა მითითებული.

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი