2 აპრილი, აუტიზმი და გორის მერიის სოციალური პოლიტიკა

აპრილი 02 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. ეს თარიღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით აღინიშნება.

ამ დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმის შესახებ და ხელი შეწუყოს აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებების დაცვას და რეალიზებას.


აუტიზმი და გორის მერიის სოციალური პოლიტიკა:

გორის მუნიციპალიტეტის მერია აუტიზმის მქონე მოქალაქეებს სამედიცინო და სოციალურ დახმარებას უწევს, - ნათქვამია მერიის იმ დოკუმენტში, რომელიც სოციალური დახმარების წესს განსაზრვრავს.

ამ საკითხს დოკუმენტის მეხუთე მუხლი ეთმობა, სადაც ნათქვამია, რომ დახმარების მისაღებად საჭიროა განაცხადის დაწერა მერის სახელზე, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

- დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობის ასლი;
- ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
- ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;
- დაბადების მოწმობის ასლი;
- განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

გორის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე არ მომხდარა აუტიზმის მქონე მოქალაქეთა აღწერა.

რა არის აუტიზმი?

აუტიზმი წარმოადგენს ნეიროგანვითარების დარღვევას, რომელიც თავის ტვინში არსებული ცვლილებებით არის გამოწვეული. მეცნიერებმა არ იციან, თუ კონკრეტულად რა უდევს საფუძვლად ამ ცვლილებებს. აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ინდივიდები ხშირად ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა ყველასთვის საერთოა კომუნიკაციისა და სოციალიზაციის სირთულეები.

ჩვეულებრივ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები ფიზიკურად არ განსხვავდებიან უმრავლესობისგან, თუმცა ისინი შეიძლება იქცეოდნენ, ურთიერთობდნენ, ლაპარაკობდნენ და სწავლობდნენ მათგან განსხვავებულად.

არაერთი შემთხვევა ადასტურებს იმას, რომ აუტიზმის მქონე ადამიანები ხშირად განსაკუთრებულ ნიჭს ფლობენ და მსოფლიო წარმატებებს აღწევენ.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი