შინდისში ხიდის ჩანგრეული ნაწილი ხის ტოტებით ამოავსეს - რას აპირებს გორის მერია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ხიდი, რომელიც ორ უბანს აკავაშირებს, ინგრევა. მოსახლეობა მის რეაბილიტაციას ითხოვს.

შინდისში, ნახალოვკის დასახლებაში მდებარე ორი უბანი ერთმანეთს ხიდით უკავშირდება. მისი ნაწილი ჩანგრეულია. ადგილობრივებმა გადასასვლელი ხიდის შეკეთება საკუთარი ძალებით სცადეს და დაზიანებული ნაწილი ხის ტოტებით გადაფარეს.

„ცუდი მდგომარეობაა, ხიდი ჩანგრეულია. მოსახლეობამ ხის ტოტებით გადავფარეთ დაზიანებული ადგილები, შესამჩნევი, რომ იყოს და არავინ ჩავარდეს“, - გვიყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.

უბნების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდით ყოველდღიურად ათობით ადამიანი სარგებლობს. ისინი ამბობენ, რომ კონსტრუქციას განახლება სჭირდება.

„ხიდი ძველია, ესაჭიროება შეკეთება, მერის წარმომადგენელმა რამდენჯერმე ნახა, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია, ხიდი არ შეუკეთებიათ“, - ამბობენ ადგილობრივები.

თანასოფლელების პრობლემას "ერთიანი ნაციონული მოძრაობის" წევრი ბექა ქორჩილავა გამოეხმაურა.

"ყურადღებას არავინ აქვეს ამ პრობლემას, ამიტომ საკითხი ისევ გადასაჭრელია. არადა, აღნიშნული ხიდი მნიშველოვანია მოსახლეობისათვის", - აცხადებს ბექა ქორჩილავა, რომელიც ამავე სოფელში ცხოვრობს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მერიას მიმართავს და ხიდის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხების გამოყოფას სთხოვს.

ადგილობრივებისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისგან განსხვავებით, პრობლემას მერის წარმომადგენელი ვერ ხედავს. ალექსი მთვარიძე ამბობს, რომ დაზიანებული ხიდი მოსახლეობის გადაადგილებას ხელს არ უშლის.

„საგანგაშო არაფერია, უმნიშვნელო მონაკვეთია ჩანგრეული და მოძრაობას ხელს არ უშლის. მოხსენებითი დაწერილი მაქვს და უახლოეს მომავალში შევაკეთებთ“, - აღნიშნა ალექსი მთვარიძემ.

როგორც რადიო "მოზაიკას" მერიიდან აცნობეს, მიმდინარე წლის ბიუჯეტით, ინფრაქტრუქტურული პროექტების განხორციელება გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში იგეგმება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შინდისში გარეგანათების მოწყობა იგეგმება, თუმცა ხიდების რეაბილიტაციისთვის თანხები გაწერილი არ არის.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

Read 1702 times Last modified on მარტი 25 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი