რა ხდება გორის საკრებულოში და რას ფიქრობენ მოქალაქეები

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი ახალი ფრაქციის შექმნას აანონსებენ. აღნიშნულის შემთხვევაში, საკრებულოში 8 ფრაქცია იარსებებს და მათი შენახვისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 25 600 ლარი დაიხარჯება.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქციების შექმნას "ერთინი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და "შენების მოძრაობის" წარმომადგენელი გეგმავენ. ამ საკითხზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს ორმა წევრმა სხვადასხვა ოპოზიციური ფრაქციები დატოვა.  

ინფორმაციისთვის:

ირმა ამბარდნიშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია დატოვა. შედეგად, პოლიტიკური გაერთიანება დაიშალა.

კახა ბურჯანაძემ ფრაქცია დატოვა. შედეგად, პოლიტიკური გაერთიანება დაიშალა. 

გარდა ამისა, საკრებულო დატოვა ბადრი ნანეტაშვილმა და მის ნაცვლად, წარმომადგენლობით ორგანოში პაპუნა კობერიძე შევიდა. 

 

კანონი და ვითარებაა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში:

ამ დროისთვის გორის მუნიციპაპიტეტის საკრებულოში 6 ფრაქციაა, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელიწადში 244 800 ლარის ხარჯვაა გათვალისწინებული.

საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი 2 000 ლარია, მოადგილის კი - 1200.

ფრაქციის მუშაობა და უფლება მოსილება თვითმართველობის კოდექსით განისაზღვრება, რაც პირველ რიგში, გულისხმობს ახალი ინიციატივების წარდგენას საკრებულოს წინაშე და მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხების წამოჭრას.

ამ კუთხით ფრაქციების მუშაობის გადასამოწმებლად, რადიო "მოზაიკამ" გორის საკრებულოდან ინფორმაცია გამოითხოვა.

ოფიციალური წერილის მიხედვით,

ექვსი ფრაქციიდან, ორი წლის განმავლობაში, არც ერთი არანაირი ინიციატივით არ გამოსულა. 

მომხდარი ცვლილებების შედეგად, ამ ეტაპზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოშო ოპოზიციური ფრაქცია აღარ არსებობს. მათი შექმნის საჭიროებაზე კი საზოგადოებას განსხვავებული აზრი აქვს. 

 

რას ფიქრობენ მოქალაქეები?

გორელების ნაწილი ფიქრობს, რომ საკრებულოს წევრები ფრაქციებს ხელფასების მიღების მიზნით ქმნიან. 

კანონის თანახმად, საკრებულოს წევრებიდან მხოლოდ ისინი იღებენ ხელფასს, ვინც ფრაქციის თავმჯდომარეები ან მოადგილეები არიან.

“სამწუხაროდ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ფრაქციები მხოლოდ ხელფასისთვის და დაფინანსებისთვის იქმნება ჩვენს საკრებულოში. ახალი ფრაქციების შექმნის სანაცვლოდ, მე ახალგაზრდების განვითარებისკენ მივმართავდი თანხას. კონკურსებს ჩავატარებდი, წამახალისებელ პრემიებს დავაწესებდი და ხელს შევუწყობდი მათ შემდგომ განვითარებას“, - აღნიშნა თამაზ მაყაშვილმა.

ახალი ფრაქციების შექმნა დადებითი ცვლილებების წინაპირობა არც თეონა ფანქველაშვილისთვის არის არის. მისი აზრით, უკეთესი იქნება, ეს თანხა ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებას მოხმარდეს. 

“ფრაქციების დამატება ტყუილი ფულის ყრაა და მეტი არაფერი. უმჯობესის, ეს თანხები სკვერეების, სპორტული მოედნების და ქუჩების კეთილმოწყობაზე გადანაწილდეს“, - ფიქრობს თეონა ფანქველაშვილი.

ახალ ფრაქციებზე თანხის დახარჯვას არც თამარ ედიშერაშვილი ამართლებს. ის ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება ამ თანხით ხელფასი მასწავლებლებს გაეზარდოთ. 

“ახალი ფრაქციების შექმნას, აჯობებს თანხები საბავშვო ბაღის მასწავლებებლების ხელფასის მატებაზე გადანაწილდეს, გაიზარდოს მუსიკალური სკოლის მასწავლებლის ანაზრაურება. განათლებაში ჩაიდოს ფული“, - ამბობს თამარ ედიშერაშვილი. 

რადიო "მოზაიკას" მიერ გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ მათ ინიციტივებს საკრებულოს წევრები არ გაითვალისწინებენ და ამ იდეების განხორციელების ნაცვლად, საკუთარ რესურსებს კვლავ პოლიტიკური ან ფინანსური სარგებლის მიღებისთვის დახარჯავენ. 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

 

Read 766 times Last modified on მარტი 25 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი