აპირებენ თუ არა "შენების მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წევრები გორის საკრებულოში გაერთიანებას

მარტი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

არსებული ინფორმაციით, ენმ-ს პარალელურად გორის საკრებულოში ახალ ფრაქციას სხვა დეპუტატებიც ქმნიან.

ზვიად საბანაძე, რომელმაც პარტია"ევროპული საქართველო" გასულ წელს დატოვა, წელს კი ფრაქციაც დაეშალა, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გადის და ახალ პოლიტიკურ გაერთიანების შექმნაზე მუშაობს, - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" ენმ-ს წევრმა ვასილისა ჯაბახიძემ მიაწოდა. ჯაბახიძის ინფორმაციით, "ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ახალი ფრაქციის შექმნაში დახმარებას და მხარდაჭერას სთხოვს.

"გვაქვს იმის ფაქტები, როგორ დადის ზვიად საბანაძე "ქართული ოცნების" წევრებთან და როგორ სთხოვს შეაქმნევინონ საკრებულოში ახალი ფრაქცია, სადაც ის იქნება თავმჯდომარე და 2000-ლარიან ხელფასს მიიღებს. მოადგილედ კი ჩვენი ინფორმაციით, პაპუნა კობრიძე მოიაზრება, რომელმაც სულ ახლახანს საკრებულოში ბადრი ნანეტაშვილი ჩაანაცვლა", - აცხადებს ვასილისა ჯავბახიძე.

რადიო "მოზაიკა" ინფორმაციის გადასამოწმებლად, ზვიად საბანაძეს და პაპუნა კობერიძეს დაუკავშირდა. ორივე მათგანი ვასილისა ჯავბახიძის განცხადებას აფსურდს უწოდებს და ამბობს, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰგონია. საბანაძეც და კობერიძეც ამბობენ, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა ამ ეტაპზე მათთვის ფრაქციის გარეშე ყოფნა უმჯობესია.

"რაებს იგონებს ეგ ვასილისა ან საიდან მოიფიქრა ასეთი ინფორმაციის გავრცელება? თავის გაფუჭებულ საქმეს მიხედოს. ბოლო სხდომაზეც არ ვყოფილვარ და არც არავისთან მქონია საუბარი. არანაირი ფრაქცია არ მინდა", - ამბობს ზვიად საბანაძე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე წელს ორი ფრაქცია დაიშალა, ენმ და ევროპული შენება.

ახალი ფრაქციის შექმნას ჯერჯერობით მხოლოდ ენმ აანონსებს

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი