გორელი მასწავლებელი, ვინც საქართველოდან მალტაში გაემგზავრა - ნინო ბუნტურის ისტორია

მარტი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 უკვე 10 წელია, ნინო ბუნტური სოფელ აძვის სკოლაში ინგლისურს ასწავლის. ის რადიო “მოზაიკას“ საკუთარი წარმატების შესახებ ესაუბრა.

“ჩემი კარიერული წინსვლა დიდწილად ჩემი ოჯახის დამსახურებაა. ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა ჩემს მეუღლეში, რადგან მისი თანადგომის გარეშე, გამიჭირდებოდა წარმატების მიღწევა“.

ნინომ პედაგოგიური საქმიანობა წლების წინ დაიწყო. სკოლაში მუშაობის დაწყებამდე, კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრში ასწავლიდა. ამბობს, რომ აქ მუშაობით მიღებული გამოცდილება, შემდეგ კარიერულ წისვლაში დაეხმარა.

“ მოსამზადებელი ჯგუფები იყო დაკომპლექტებული და ამ ჯგუფებთან ვმუშაობდი უცხო ენების პედაგოგად, თუმცა საჯარო სკოლასთან შედარებით, განსხვავებული პროფილი იყო. საჯარო სკოლაში მუშაობა 2008 წელს დავიწყე, იმის მერე სულ ვცდილობ, რომ ყველა სიახლეში თუ პროექტში ჩავერთო, რადგან პროფესიულ განვითარებაზე მუდმივად უნდა ვზრუნავდეთ“, - ამბობს ნინო.

2011 წელს სერთიფიცირებული პედაგოგი გახდა. კომპიუტერებისა და ინგლისურის ერთობლივი გამოცდის ჩაბარების შემდეგ კი საუკეთესო მასწავლებელთა 25%-ში მოხვდა.

“ როდესაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა შეიქმნა, მაშინვე ჩავერთე. იქიდან მოყოლებული არ გავჩერებულვარ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემს საქმეში წარმატებული ვიყო.“

ნინოს ერთი შვილი, 5 წლის ანდრია ჰყავს. ამბობს, რომ საყვარელი საქმისა და ოჯახის შეთავსებას ოჯახის წევრების დახმარების გარეშე ვერ შეძლებდა.

“როდესაც ოჯახი გაქვს, რთულია, საქმეს შეუთავსო, მაგრამ ჩემი პროფესიული მოღვაწეობა ბევრად ადრე დავიწყე, სანამ ოჯახს შევქმნიდი. რამდენჯერმე საზღვარგარეთ მომიწია წასვლა, სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის დროს, და ჩემი მეუღლის თანადგომის გარეშე, გამიჭირდებოდა. შვილის გაჩენის შემდეგ, მეუღლესთან ერთად, ძალიან დამეხმარა დედა და დღემდე მეხმარება",  - გვითხრა ნინომ

ახალგაზრდა მასწავლებელმა არაერთ პროექტში მიიღო მონაწილეობა, 2017 წელს ევროკომისიის საერთაშორისო პროექტ eTwinning Plus -ის ფარგლებში საქართველოში რამდენიმე მასწავლებელს შორის მოხვდა და მალტაზე წლის შემაჯამებელ კონფერენციაზე გაემგზავრა.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი